საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა
ავტორი:
2018/თებერვალი/02 09:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/tavshesafari.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476035-evrokavshiris-tsevr-qveynebshi-thavshesafris-madziebeli-saqarthvelos-moqalaqeebis-rickhvi-35-ith-gaizarda.html", "headline": "ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა", "datePublished": "2018-02-02 04:24:15", "dateModified": "2018-02-02 04:24:15", "description": "თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/tavshesafari.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა.

ამავდროულად, 2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რიცხვი 43%-ით შემცირდა.

მათი ინფორმაციით, 2017 წელს საერთო ჯამში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფარი დაახლოებით 707 ათასმა უცხოელმა მოითხოვა, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს რიცხვი 1,3 მილიონს შეადგენდა.

EASO-ს ინფორმაციით, გასულ წელს ყველაზე მეტი მოთხოვნა სირიის მოქალაქეებისგან დაფიქსირდა, ისინი პირველ ადგილს უკვე მეხუთე წელია ინარჩუნებენ. ამასთან, წინა წელთან შედარებით თავშესაფრის მაძიებელი სირიის მოქალაქეების რიცხვი 69%-ით შემცირდა.

სირიის გარდა პირველ ათეულში ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, პაკისტანი, ერიტრეა, ალბანეთი, ბანგლადეში, გვინეა და ირანი მოხვდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 280
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია