დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტის ინიციატივას ”ჰუმანიზმით შეფუთულ წინასაარჩევნო კამპანიად” აფასებს
ავტორი:
2018/თებერვალი/01 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/xundadze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475979-dimitri-khundadze-prezidentis-iniciativas-humanizmith-shefuthul-tsinasaarchevno-kampaniad-afasebs.html", "headline": "დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტის ინიციატივას ”ჰუმანიზმით შეფუთულ წინასაარჩევნო კამპანიად” აფასებს", "datePublished": "2018-02-01 12:51:20", "dateModified": "2018-02-01 12:51:20", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტის ინიციატივას, არაძალადობრივ დანაშაულებებთ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/xundadze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტის ინიციატივას, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, ”ჰუმანიზმით შეფუთულ წინასაარჩევნო კამპანიად” აფასებს.

დეპუტატის აზრით, გიორგი მარგველაშვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობს, მმართველი გუნდის მიერ დაწყებული ნარკოპოლიტიკის პროცესი სათავისოდ, წინასაარჩევნოდ გამოიყენოს და ასევე ”ამით გაამართლოს, მის მიერ არაერთგზის გაურკვევლად გამოცემული შეწყალების აქტი”. მიუხედავად ამისა, ხუნდაძე მიესალმება ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების შეწყალებას, თუკი ეს არ ეხება ნარკოტიკებით მოვაჭრეებს და გამავრცელებლებს.

„მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილების მყისიერად შეცვლა მთლად სამართლიანად არ მეჩვენება. სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, დღეს მიღებული, არ შეიძლება გამთენიისას კომისიამ შეცვალოს”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განმარტებით, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა - ტრანზიტისა.

ასეთივე, წესით, კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 560
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია