დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოსა და ბელარუსს შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი არსებობს, რომელიც კერძო სექტორმა უნდა გამოიყენოს
ავტორი:
2018/თებერვალი/01 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/qumsishvili4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475887-dimitri-qumsishvili-saqarthvelosa-da-belaruss-shoris-mnishvnelovani-ekonomikuri-potenciali-arsebobs-romelic-kerdzo-seqtorma-unda-gamoiyenos.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოსა და ბელარუსს შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი არსებობს, რ...", "datePublished": "2018-02-01 07:40:33", "dateModified": "2018-02-01 07:40:33", "description": "საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/qumsishvili4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ბელარუსს შორის ბოლო ერთ წელიწადში სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა და ბრუნვა გაიზარდა.

მისივე თქმით, სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა და ბრუნვა გაზრდილია 24 პროცენტით და ორივე მიმართულებით, როგორც საქართველოდან ბელარუსის მხარეს, ისე პირიქით.

”მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარება ეძღვნებოდა იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას ორივე ქვეყანაში და შევძლოთ არსებული პოტენციალის გამოყენება. ეს პოტენციალი, რა თქმა უნდა, კერძო სექტორმა უნდა გამოიყენოს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური მთავრობათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, თბილისსა და რეგიონებში გაიხსნა ბელარუსული მაღაზიები, რომლის სახელწოდებაა „ბულბაში“ და ასევე დაგეგმილია მინსკში ქართული პროდუქციის მაღაზიის გახსნა.

”დაგეგმილია მინსკში გაიხსნას ქართული მაღაზია, სადაც წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ქართული პროდუქცია და სუვენირები. ეს, ერთი მხრივ, არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და სავაჭრო ბრუნვა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ბელარუსის ბაზარზე,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 593
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია