დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ტყემალაძე - საკრებულოში საკითხის განხილვა პრობლემა არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება
ავტორი:
2018/იანვარი/31 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/tyemaladze.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475717-giorgi-tyemaladze-sakrebuloshi-sakithkhis-gankhilva-problema-arasdros-yofila-da-arc-akhla-iqneba.html", "headline": "გიორგი ტყემალაძე - საკრებულოში საკითხის განხილვა პრობლემა არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება", "datePublished": "2018-01-31 09:44:34", "dateModified": "2018-01-31 09:44:34", "description": "თბილისის საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად, რა ფორმატში იქნება მსჯელობა მეტროსადგურ ”ვარკეთ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/tyemaladze.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად, რა ფორმატში იქნება მსჯელობა მეტროსადგურ ”ვარკეთილში” მომხდარზე, უახლოეს დღეებში გაირკვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს, საკითხის განხილვა ფრაქციის ფორმატში სურთ, ნაწილი კი, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ითხოვს.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, საკრებულოში საკითხის განხილვა პრობლემა არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისინი კარგად გრძნობენ თავს. რაც შეეხება მომხდარზე პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენი მთავარი ინტერესია დადგინდეს, თუ რა იყო ფაქტის გამომწვევი მიზეზი. თუ ბრალეულობა გამოიკვეთება, დამნაშავე პირები უმკაცრესად იქნებიან დასჯილი. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელიც დაიდება. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, ნებისმიერი საკითხის გარკვევაზე, ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის მზაობა. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა განსხვავებული ფორმატი წარმოადგინეს. ეს არის ფრაქციის ფორმატი. ნაწილი საკრებულოს რიგგარეზე სხდომას ითხოვს, რათა მოხდეს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა. გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

როგორც ცნობილია, ”ევროპული საქართველო“ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის გამო, თბილისის მერის მოადგილეს და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს ფრაქციის სხდომაზე იბარებს, ხოლო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სატრანსპორტო საკითხებზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს.
თემა: მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე დღეს ფაქტის თვითმხილველები და დაზარალებულები დაიკითხებიან
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 580
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია