დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ჯინჭარაძე ირმა ნადირაშვილს პასუხობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/10 14:30:02
დედაქალაქის საკრებულოს წევრი დავით ჯინჭარაძე პარლამენტის დეპუტატს ირმა ნადირაშვილს პასუხობს. "თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე ვახტანგ ასათიანი საკრებულოს თავმჯდომარის ქვისლი არ არის, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით ჯინჭარაძემ კომენტარი გააკეთა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც საკრებულოს უმრავლესობის წევრები ნეპოტიზმში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვახტანგ ასათიანი ირაკლი შიხიაშვილის ქვისლია. დავით ჯინჭარაძის თქმით, ვახტანგ ასათიანი საკრებულოს თავმჯდომარის ქვისლი არ არის და ირმა ნადირაშვილის მიერ დასახელებული დანარჩენი პირები საკრებულოში პროფესიული ნიშნით დანიშნეს, რომლებიც საკუთარ საქმიანობას კარგად ასრულებენ.
დავით ჯინჭარაძის განცხადებით, თავად ირმა ნადირაშვილის მეუღლე ჩუღურეთის რაიონის გამგებელია, რომელიც მანამდე დაცვის სამსახურში მუშაობდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების მეუღლეები წლების განმავლობაში მუშაობენ საკრებულოში და დღემდე მუშაობენ. თუ მათ აინტერსებთ რა ნიშნით ინიშნებიან ადამიანები თანამდებობებზე, თბილისის მერისგან მოიკითხონ. სამეთვალყურეო საბჭოებში პარტიული აქტივისტებისა და "ნაც.მოძრაობის" ახლობლები არიან დასაქმებულები, რომლებიც თბილისის ბიუჯეტიდან პენსიის სახით 2 500 ლარს იღებენ", - აღნიშნა დავით ჯინჭარაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1282
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია