დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ზარქუა - ყველას კარგად ახსოვს წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის სახლის სახურავის ჩამონგრევა, ქუთაისში “დიდების მემორიალის” დემონტაჟი, რასაც მცირეწლოვანი გოგონას სიცოცხლეც კი შეეწირა
ავტორი:
2018/იანვარი/30 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/zarqua.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475587-irakli-zarqua-yvelas-kargad-akhsovs-tsina-khelisuflebis-dros-iusticiis-sakhlis-sakhuravis-chamongreva-quthaisshi-didebis-memorialis-demontazhi-rasac-mciretslovani-gogonas-sicockhlec-ki-sheetsira.html", "headline": " ირაკლი ზარქუა - ყველას კარგად ახსოვს წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის სახლის სახურავის ჩამონგრევა, ...", "datePublished": "2018-01-30 14:29:42", "dateModified": "2018-01-30 14:29:42", "description": "ადამიანების ჯანმრთელობით, სიცოცხლით მანიპულირება და პოლიტიკური ქულების დაწერა ყოველგვარი ოპონირების ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/zarqua.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ადამიანების ჯანმრთელობით, სიცოცხლით მანიპულირება და პოლიტიკური ქულების დაწერა ყოველგვარი ოპონირების საზღვრებს სცდება, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ზარქუა ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან მეტროს სადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის გამო გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ზარქუამ ოპონენტების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ “ქართული ოცნება“ კლავს” , სამარცხვინო უწოდა.

„ჩვენ ბევრზე მეტად გვაწუხებს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი, რადგან უპირველესად სწორედ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მათ წინაშე. პოპულისტური პათეტიკა დაზარალებული მოქალაქეების წინაშე უპასუხისმგებლობაა. თუ რომელია მკვლელი პარტია და ხელისუფლება, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, ყველას კარგად ახსოვს წინა ხელისუფლების მმართველობის დროს მომხდარი მსგავსი შემთხვევები სამშენებლო თუ სარეაბილიტაციო ობიექტებზე. მაგალითად, იუსტიციის სახლის სახურავის ჩამონგრევა, ქუთაისში “დიდების მემორიალის” დემონტაჟი, რასაც მცირეწლოვანი გოგონას სიცოცხლეც კი შეეწირა.

როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, ამგვარი შემთხვევების დროს თითის გაშვერა პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის და დღეს უმთავრესი, არა ურთიერთბრალდებები, არამედ არსებული სურათის სწორად გააზრება, მსგავსი შემთხვევების პრევენციის გზების დასახვა და პრობლემის მოგვარებაზე ფიქრია.
„ჩვენ, თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებები, ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოვაწესრიგოთ, დავარეგულიროთ ეს სფერო და უმოკლეს დროში მივაღწიოთ ხელშესახებ შედეგებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია