დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი სესიაშვილი - პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი მყარი საფუძველი იქნება, რომ სარეზერვო სამსახური სწორად ჩამოყალიბდეს და განვითარდეს
ავტორი:
2018/იანვარი/30 09:00:02
../photo/2015_02/0-01MARTI-2016/sesiashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475433-irakli-sesiashvili-parlamentshi-tsarmodgenili-proeqti-myari-safudzveli-iqneba-rom-sarezervo-samsakhuri-stsorad-chamoyalibdes-da-ganvithardes.html", "headline": "ირაკლი სესიაშვილი - პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი მყარი საფუძველი იქნება, რომ სარეზერვო სამსახური...", "datePublished": "2018-01-30 04:49:49", "dateModified": "2018-01-30 04:49:49", "description": "პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ სარეზერვო სამსახური სწორად ჩამოყა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01MARTI-2016/sesiashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ სარეზერვო სამსახური სწორად ჩამოყალიბდეს და განვითარდეს, - ამის შესახებ “სამხედრო ძალების რეზერვისა და სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას თავდაცვისა და უშუშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას დაწყებული რეფორმის მიმართ დიდი მოლოდინები აქვს.

“წარმოდგენილი პროექტი არის ძალიან საინტერესო. თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ერთად პროექტი მუშა პროცესში განიხილა. ასევე ჩართული იყოს სამოქალო საზოგადოება. პროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების ექსპერტები. პროექტში წარმოდგენილია მთელი რიგი სიახლეები - აქტიური რეზერვი ფაქტობრივად ეს არის პროფესიული სარეზერვო სამსახური, სადაც ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, სავარაუდოდ, კონკურსის წესით მივიღებთ. მათ ხუთი წლის მანძილზე ექნებათ წოდებრივი სარგოს 20% ხელფასი, ყოველთვიურად. როდესაც ისინი უშუალოდ მომზადებას გაივლიან, მათ სრული ანაზღაურება ექნებათ. ეს რა თქმა უნდა, გაზრდის მოტივიზაციას. ეს სამხედრო რეზერვს, როგორც პროფესიულ სამსახურს ჩამოაყალიბებს. ამას ემატება სპეციალისტების სარეზერვო სამსახური. ჰიბრიდული ომის პირობებში ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ჯარისკაცები ავტომატებით, არამედ გვჭირდება კომპიუტერის მცოდნეები, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები, საინჟინრო სამსახური. ამ მხრივაც სწორი ნაბიჯი იდგმება, რომ ჩვენ სპეციალისტების რეზერვიც გვეყოლება. აქტიური რეზერვის მესამე კომპონენტია ტერიტორიული რეზერვი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ტოტალური თავდაცვის პრინციპის გაზიარებით, ჩვენ გვჭირდება მოწინააღმდეგემ იცოდეს, რომ დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალს ყველგან. შეიძლება ფრონტის ხაზი არ გვქონდეს, მაგრამ მზად ვიქნებით საბრძოლველად ყველგან“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
თემა: სამხედრო რეზერვის ახალი კონცეფცია ირაკლი სესიაშვილი - პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი მყარი საფუძველი იქნება, რომ სარეზერვო სამსახური სწორად ჩამოყალიბდეს და განვითარდეს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია