დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი აბესაძე - ”ქართული ოცნების” დაანონსებული ცვლილება, რომელიც თითქოს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლას დანაშაულად აცხადებს, მორიგი ფარსია
ავტორი:
2018/იანვარი/29 18:00:02
../photo/2015_02/0-1MAISI-2015/abesadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475375-irakli-abesadze-qarthuli-ocnebis-daanonsebuli-cvlileba-romelic-thithqos-marthlmsajulebis-aghsrulebisthvis-khelis-sheshlas-danashaulad-ackhadebs-morigi-farsia.html", "headline": "ირაკლი აბესაძე - ”ქართული ოცნების” დაანონსებული ცვლილება, რომელიც თითქოს მართლმსაჯულების აღსრულებისთ...", "datePublished": "2018-01-29 13:56:32", "dateModified": "2018-01-29 13:56:32", "description": "”სისხლის სამართლის კოდექსში” დაანონსებული ცვლილება, რომელიც თითქოს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1MAISI-2015/abesadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”სისხლის სამართლის კოდექსში” დაანონსებული ცვლილება, რომელიც თითქოს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლას დანაშაულად აცხადებს, მორიგი ფარსია, - ასე აფასებს ”ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე ”ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

აბესაძის შეფასებით, პრობლემა ის არის, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლება ”სისხლის სამართლის კოდექსს” არა დანიშნულებისამებრ, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს.

”სისხლის სამართლის კოდექსში” დაანონსებული ცვლილება, რომელიც თითქოს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლას დანაშაულად აცხადებს, მორიგი ფარსია. ეს ქმედება დღესაც დასჯადია. პრობლემა ისაა, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლება ”სისხლის სამართლის კოდექსს” არა დანიშნულებისამებრ, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს. ”ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში უამრავი შემთხვევა გვახსოვს, როცა ხელისუფლება მართლმსაჯულების განხორციელებას და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ხელს უშლიდა ან დღესაც უშლის. ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვინახავს არც ერთი დასჯილი მაღალჩინოსანი. ამის კარგი მაგალითია თუნდაც მუხთარლის საქმე, სადაც გამოძიება ჩიხშია შესული და ხელისუფლება დამნაშავეების დასასჯელად არაფერს აკეთებს. მსგავსია ”ბირჟა მაფიის” შემთხვევაც. სიმღერისთვის დასაჯეს მუსიკალური ჯგუფი და ეს საქმე დღესაც გამოუძიებელია. გვახსენდება ციხეში წამებით მოკლული კორტავას საქმეც. ყველა ამ შემთხვევაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხელს უშლიდნენ და უშლიან გამოძიებას. ამ საქმეების გამოძიებას არ სჭირდება ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში. სიმართლის დადგენას სჭირდება ნება და კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენება. ამას კი ”ქართული ოცნება” არ აკეთებს”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წინასწარი შეცნობით მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლაზე სანქციები გამკაცრდება.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე - ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე - რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, მართლმსაჯულების შეუვალობას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია