დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ხუხაშვილი - როგორც ჩანს, კრიმინალურმა სამყარომ დღევანდელ ხელისუფლებაში თავისი ლობისტები იპოვა
ავტორი:
2018/იანვარი/29 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xuxashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475357-gia-khukhashvili-rogorc-chans-kriminalurma-samyarom-dghevandel-khelisuflebashi-thavisi-lobistebi-ipova.html", "headline": "გია ხუხაშვილი - როგორც ჩანს, კრიმინალურმა სამყარომ დღევანდელ ხელისუფლებაში თავისი ლობისტები იპოვა", "datePublished": "2018-01-29 12:43:00", "dateModified": "2018-01-29 12:43:00", "description": "ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, პასუხი არა მხოლოდ კრიმინალურ სამყაროს უნდა მოეთხოვოს, არამედ მათ ლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xuxashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, პასუხი არა მხოლოდ კრიმინალურ სამყაროს უნდა მოეთხოვოს, არამედ მათ ლობისტებსაც უნდა აუხსნან მკაცრად, რომ ეს ამბავი სახელმწიფოსთვის მიუღებელია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გია ხუხაშვილმა შს სამინისტროს მიერ დღეს დაანონსებული ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის კომენტირებისას განუცხადა.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ისედაც მკაცრია და მთავარია მისი ადმინისტრირება მოხდეს.

”კანონმდებლობის გამკაცრება ჩემთვის არ არის ძალიან აქტუალური, რადგან კანონმდებლობა ისედაც საკმაოდ მკაცრია. აქ უფრო ადმინისტრისტრირებაა საჭირო, ვიდრე მისი გამკაცრება. ბოლო პერიოდში პრობლემები იყო, მათ შორის ვიღაცეების გამოშვება, ”ლავას ოღლისთან” დაკავშირებული ისტორიები, აეროპორტში გაცილება-მიცილება-მოცილებები და ა.შ. ვფიქრობ, შს სამინისტრომ პირველ რიგში უნდა აჩვენოს ნება იმ კანონის აღსრულების, რაც უკვე არსებობს. ჩემი აზრით, კანონში საკმარისი მექანიზმებია იმისთვის, რომ ამ ადამიანებს და კრიმინალს თავისი ადგილი ჰქონდეს მიჩენილი. შესაძლოა, არის რაღაც ტექნიკური საკითხები, რაც კანონმდებლობით უნდა გადაწყდეს, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც არის ადმინისტრირებაში, რადგან როგორც ჩანს, კრიმინალურმა სამყარომ დღევანდელ ხელისუფლებაში თავისი ლობისტები იპოვა. პასუხი უნდა მოეთხოვოს არა მხოლოდ კრიმინალურ სამყაროს, არამედ მათ ლობისტებსაც უნდა აუხსნან მკაცრად, რომ ეს ამბავი სახელმწიფოსთვის მიუღებელია”, - განაცხადა ექსპერტმა.

რაც შეეხება სხვა რეფორმებს და ზოგადად, სამართლებრივ პოლიტიკას, გია ხუხაშვილის შეფასებით, მოქმედი შს მინისტრი ცდილობს, რომ რეფორმები გაატაროს.


”იდეალური არავინ არ არის, მაგრამ მინისტრმა კარგად დაიწყო. ჩვენ ვნახეთ, რომ ის ცდილობს რაღაც რეფორმა გაატაროს. დაანონსა რეფორმები. განსაკუთრებული შენიშვნები მე არ მაქვს, თუ რაღაც დეტალებს არ ჩავთვლით. რაც შეეხება ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის გაძლიერებას, მე ვფიქრობ, ეს თემა ძალიან აქტუალურია. ფაქტია, რომ ზოგადად, დღევანდელი ხელისუფლება უფრო ჰუმანურად გამოიყურება, ვიდრე წინა ხელისუფლება. ეს გასაგებია, რადგან სწორედ ეს არის ერთ-ერთი მონაპოვარი დღევანდელი ხელისუფლების, მაგრამ ეს ჰუმანურობა როგორც ჩანს კრიმინალური სამყაროსთვის არასწორი სიგნალი აღმოჩნდა. ჩვენ გვახსოვს, რომ სააკაშვილის დროს მათ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ და დამალულები იყვნენ. ახლა რაღაცნაირად მათ ჩათვალეს, რომ ეს ჰუმანურობა მათაც შეეხებოდათ და ძალიან ბევრი სიმპტომი გაჩნდა იმისა, რომ ისინი ისევ შეეცდებიან ჩვენს სინამდვილეში დაბრუნებას. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ღონისძიებების გააქტიურება უკვე საჭიროა და კარგია, რომ ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება. ახლა ამის მიშვება არ შეიძლება. ამ პრობლემას აქტუალურობა ჰქონდა დაკარგული, მაგრამ ახლა წამოწიეს თავი და ჩემი აზრით, მათ ახლა შს სამინისტრომ კარგად უნდა აუხსნას, რომ ჰუმანურობა არ ეხება კრიმინალურ სეგმენტს”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი შეფასებით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კრიმინალური პოლიციის რეფორმა.

”თითქოს ახალ მინისტრს სწორი ორიენტირები აქვს, მაგრამ ზღვარი უნდა იყოს დაცული, არც გადამლაშება უნდა მოხდეს და არც ხელი უნდა დააკლდეს. არ მინდა ზედმეტი ოპტიმისტი ვიყო - დავინახოთ მოქმედებაში. ახლა მთავარია კრიმინალური პოლიციის რეფორმირება. ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა მთლიანად შს სამინისტროში, რადგან ძალიან ბევრი გახმაურებული თემა დაგროვდა. კრიმინალურ პოლიციაში სერიოზული პრობლემა გვაქვს. რა თქმა უნდა ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაც ერთ-ერთი მნიშვნელვანი გამოწვევაა”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყებას შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს.

მისივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტი აღნიშნული მიმართულებით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევროსა და კანონიერი ქურდობისთვის. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებაში“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 552
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია