დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ხუბუტია ნანა კაკაბაძეს მადლობას უხდის
ავტორი:
2013/ოქტომბერი/10 12:00:07
ორგანიზაციის "ქართველთა კავშირი რუსეთში" პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს საპასუხო მიმართვას უგზავნის. მიმართვაში ხუბუტია კაკაბაძეს მადლობას უხდის და განმარტავს, რომ ის ერთადერთი ადამიანია, რომელმაც რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რთული ვითარების გამოსასწორების პროცესში დიასპორის როლი დაინახა.
"ჩვენს საქმიანობაზე შემიძლია, ბევრი რამ ვთქვა. ჩვენ, პირველ რიგში, ვუწევთ პოპულარიზაციას ქართულ ტრადიციებს და ქართულ კულტურას და, რა თქმა უნდა, საქართველოს! არადა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართულ მედიაში და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის რუსეთში მცხოვრები ქართველების მიმართ უზნეო გამონათქვამები. არ მინდა, დეტალურად შევეხო წინა ხელისუფლების დამოკიდებულებას რუსეთის მმართველი ძალის მიმართ, - ეს თავადაც კარგად მოგეხსენებათ, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში კი ქართული დიასპორის ბოლო შეკრებაზე საქართველოში რუსეთიდან ერთადერთი ადამიანი იყო მიწვეული - ვლადიმერ ხომერიკი, კაცი, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთმა კი არა, საქართველომ მოახდინა რუსეთის ოკუპაცია! რაც უფრო სწრაფად ჩაბარდება ეს სამარცხვინო ფურცელი ისტორიას, მით უკეთესია, პირველ რიგში, ჩვენთვის", - აცხადებს ხუბუტია მიმართვაში.
მისივე თქმით, იტანჯებიან მავთულხლართების საქართველოს ტერიტორიაზე ყოველი სანტიმეტრით გადმოწევის გამო.
"ჩვენ შეგვიძლია ხმა მივაწვდინოთ რუსეთის ხელისუფლებას, მაგრამ ინიციატივა ხომ ხელისუფლებისგან უნდა მოდიოდეს, პირველ რიგში! საქართველოს დიპლომატია შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან დაბალ დონეზეა, თუკი აბაშიძე-კარასინის შეხვედრიდან მეორე დღეს გრძელდება მავთულხლართების გადაწევა… ესე იგი, ჩვენი მოლაპარაკების ფასი ნულის ტოლია! სატელევიზიო ეთერით ყოველდღე გაისმის უწმაწური სიტყვები რუსეთის ხელისუფლების მიმართ, წარჩინებულ ქართველებს კი მოღალატეებად აცხადებენ! არადა, ისტორიას ბევრი მაგალითი ახსოვს, როდესაც მტერი ქვეყნების მეთაურები შვილებს აქორწინებდნენ, მოყვასებს ეძებდნენ. ვშიშობ, რომ თუ კვლავ ამ კონტექსტში გაგრძელდა საქართველოდან რუსეთის მიმართ რიტორიკა, თუ ამას არ გადალახავენ თქვენნაირი ადამიანები, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დახმარებით, თუ ჩვენ არ ჩაგვრთავენ ამ პროცესში, მავთულხლართები შესაძლოა, თბილისს მიუახლოვდეს! დასავლეთის ქვეყნების დამკვირვებლები ყოველდღიურად წერენ ამის შესახებ, ოღონდ არ ვიცი, რისთვის! მინდა, გითხრათ, რომ მზად ვარ, თქვენს მიერ შეთავაზებულ თარიღზე მოგცეთ დასტური და დავგეგმოთ შეხვედრა სტრატეგიის შემუშავებისთვის", - მიმართავს  ხუბუტია კაკაბაძეს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" "რუსეთში ქართველთა კავშირის" პრეზიდენტის მიხეილ ხუბუტიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ქართული დიასპორის გაერთიანებებისადმი ორი დღის წინ მიმართვა გაავრცელა. მასში კაკაბაძე თხოვნით მიმართავს საქართველოში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართული სათვისტომოების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი წონა და გავლენა რუსეთის და სხვა ქვეყნების სახელისუფლებო წრეებზე, რათა ხელი შეუწყონ გავლენიან ჯგუფებს შორის შედეგზე ორიენტირებული დიალოგის დაწყებას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია