დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ყველა საკითხი, განსაკუთრებით, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, სათანადოდ გამოძიებული უნდა იყოს
ავტორი:
2018/იანვარი/26 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze_83507.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475038-irakli-kobakhidze-yvela-sakithkhi-gansakuthrebith-roca-saqme-adamianis-sicockhles-ekheba-sathanadod-gamodziebuli-unda-iyos.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ყველა საკითხი, განსაკუთრებით, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, სათანადოდ გამო...", "datePublished": "2018-01-26 13:32:35", "dateModified": "2018-01-26 13:32:35", "description": "ყველა საკითხი, განსაკუთრებით, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, სათანადოდ გამოძიებული უნდა იყოს,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze_83507.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყველა საკითხი, განსაკუთრებით, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, სათანადოდ გამოძიებული უნდა იყოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პანკისის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული რუსლან ალდამოვის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლეს.

„მთავარია, რომ ყველა საკითხი, განსაკუთრებით როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, სათანადოდ გამოძიებული იყოს. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ და ისინი მოქმედებენ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ისინი წარმოადგენენ საკუთარ დასკვნებს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ბუნებრივია, შემდეგ განიხილავს საქართველოს პარლამენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პანკისში დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, რომ სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლეს, სინამდვილეში კი სპეცრაზმი მას ეძებდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია