დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არჩილ თალაკვაძე - გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე გაირკვეს, ვინ არიან ის პირები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ტერორისტულ დაჯგუფებას
ავტორი:
2018/იანვარი/26 13:30:01
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze10.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474956-archil-thalakvadze-gamodzieba-unda-gagrdzeldes-da-bolomde-gairkves-vin-arian-is-pirebi-romlebic-khels-utsyobdnen-teroristul-dajgufebas.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე გაირკვეს, ვინ არიან ის პირები, რომლებიც ხელს ...", "datePublished": "2018-01-26 09:19:11", "dateModified": "2018-01-26 09:19:11", "description": "გამოძიება კიდევ უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე უნდა გაირკვეს, ვინ არიან ის დაკავშირებული პირები, რომლები...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze10.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გამოძიება კიდევ უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე უნდა გაირკვეს, ვინ არიან ის დაკავშირებული პირები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ტერორისტულ დაჯგუფებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ პანკისში დაკავებული რუსლან ალდამოვის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ და დღეს გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისში, ისანში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო საჭირო და აუცილებელი. ამ სპეცოპერაციით სახელმწიფომ მოახერხა ტერორისტული საფრთხის განეიტრალება და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება კიდევ უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე უნდა გაირკვეს ვინ არიან ის დაკავშირებული პირები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას, ასევე, სად ჰქონდათ მათ დასაყრდენი. როგორც ვიცით, აღმოჩენილია სამალავები, გაშიფრულია სატელეფონო კომუნიკაცია, კომპიუტერული მონაცემები. ეს ყველაფერი კომპლექსურად ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთი ნაბიჯით წინ იყო და დაასწრო ტერორისტულ დაჯგუფებას მოქმედებები. როგორც ვიცით, ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა. საქართველო ამ საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილია. ის, რომ დღეს საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, ეკონომიკური განვითარების ტემპები შედარებით მაღალია, სწორედ იმის დამსხურებაა, რომ უსაფრთხოება არის დაცული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პანკისში დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, რომ სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლეს, სინამდვილეში კი სპეცრაზმი მას ეძებდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 534
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია