დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ელდარ შენგელაიას 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროში საზეიმო მიღება გაიმართება
ავტორი:
2018/იანვარი/26 10:00:03
../photo/2015_02/0/eldar-shengelaia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474899-eldar-shengelaias-85-tslis-iubilesthan-dakavshirebith-kulturis-saministroshi-sazeimo-migheba-gaimartheba.html", "headline": "ელდარ შენგელაიას 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროში საზეიმო მიღება გაიმართება ", "datePublished": "2018-01-26 04:36:49", "dateModified": "2018-01-26 04:36:49", "description": "ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურისა და სპორტი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0/eldar-shengelaia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დღეს საზეიმო მიღება გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საზეიმო მიღებას მათი სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს კინოაკადემია უმასპინძლებენ.

ღონისძიებას ცნობილ ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე დაესწრებიან.

ღონისძიებას მუსიკალურად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები გააფორმებენ.

„ელდარ შენგელაიას სარეჟისორო მოღვაწეობა ათეულობით წელს ითვლის. ყველასთვის საყვარელი ფილმებით: „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ავტორმა, ქართულ კინოში მთელი ეპოქა შექმნა; მის სახელს უკავშირდება, არაერთი საერთაშორისო ჯილდო და საპატიო პრემია.

ელდარ შენგელაია შემოქმედებით საქმიანობას კვლავაც აგრძელებს. 2017 წელს, რეჟისორმა კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სავარძელი“ გადაიღო, რომლის მსოფლიო პრემიერაც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა“, – აცხადებენ სამინისტროში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია