დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა
ავტორი:
2018/იანვარი/25 18:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kvirikashvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474817-premierma-zhenevis-diskusiebis-thanathavmjdomareebthan-zhenevis-saerthashoriso-molaparakebebis-formatis-gaaqtiurebis-mnishvnelobaze-isaubra.html", "headline": "პრემიერმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის გაა...", "datePublished": "2018-01-25 14:10:41", "dateModified": "2018-01-25 14:10:41", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kvirikashvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში გიუნტერ ბეხლერსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, ასევე - სირთულეებს, რომელიც მოსახლეობას საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვით ექმნება.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ.

”განსაკუთრებით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მზადყოფნა, ჟენევის ფორმატში გაგრძელდეს კონსტრუქციული და შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია იმ ძირითად საკითებზე, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ემსახურება.

ყურადღება გამახვილდა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე, რომლებზეც მხარეები ჟენევაში 27-28 მარტს იმსჯელებენ.

პრემიერ-მინისტრმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს დისკუსიებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეხვედრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია