დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ ჩუგოშვილი - ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ხელს უწყობს კონსტიტუციური სისტემის უფრო მაღალ ეტაპზე გადაყვანას
ავტორი:
2018/იანვარი/25 15:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/chugoshvili_ad437.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474761-thamar-chugoshvili-evropis-sabtcos-monitoringis-komitetis-angarishshi-aghnishnulia-rom-sakonstitucio-reforma-khels-utsyobs-konstituciuri-sistemis-ufro-maghal-etapze-gadayvanas.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი - ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფო...", "datePublished": "2018-01-25 11:08:41", "dateModified": "2018-01-25 11:08:41", "description": "მონიტორინგის კომიტეტის პროგრესის ანგარიშში აღნიშნულია საკონსტიტუციო რეფორმა და კერძოდ ის, რომ ეს რეფ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/chugoshvili_ad437.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მონიტორინგის კომიტეტის პროგრესის ანგარიშში აღნიშნულია საკონსტიტუციო რეფორმა და კერძოდ ის, რომ ეს რეფორმა ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის სხვა - უფრო მაღალ და სწორ ეტაპზე გადაყვანას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში განიხილეს, სადაც საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეა საუბარი. ევროსაბჭოს წლის შემაჯამებელ დოკუმენტში საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურად არის შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

პარლამენტის ინფორმაციით, დოკუმენტში საუბარია ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში, საქართველომ მჭიდროდ ითანამშრომლა ვენეციის კომისიასთან, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან პოზიტიურად არის შეფასებული.

როგორც განხილვის შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ანგარიშში ასევე, მოცემულია რეკომენდაცია საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით. დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან.

„არის რეკომენდაცია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელდეს, რაც, ბუნებრივია, მოხდება, იმიტომ, რომ კონსტიტუცია შეცვლილია და შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კონსტიტუციასთან. ანუ, შესაბამისად, 2020 წლამდე, საქართველოს პარლამენტი შეიტანს ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კონსესუსს, დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, კონსესუსის მიუღწევლობისთვის პასუხისმგებლობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თანაბრად აკისრებს როგორც ოპოზიციას, ასევე - მმართველ გუნდს.

„რაც შეეხება პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის საკითხს, ყველამ ვიცით, რომ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკური შეთანხმება არ მომხდარა. ეს ძირითადად, უკავშირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვადას. თუმცა, ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ კონსესუსის და შეუთანხმებლობის მიუღწეველობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც ოპოზიციას, ასევე, მმართველ გუნდს. ეს ასახულია საინფორმაციო ბარათში, რომელიც დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია