დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ლექვინაძე - შევეცდები, რომ ის საკითხები, რომლებიც მუშავდება ბიზნესში, მაქსიმალურად ეფექტურად იქნას მიტანილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე
ავტორი:
2018/იანვარი/25 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/leqvinadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474716-irakli-leqvinadze-shevecdebi-rom-is-sakithkhebi-romlebic-mushavdeba-biznesshi-maqsimalurad-efeqturad-iqnas-mitanili-khelisuflebis-skhvadaskhva-rgolebamde.html", "headline": "ირაკლი ლექვინაძე - შევეცდები, რომ ის საკითხები, რომლებიც მუშავდება ბიზნესში, მაქსიმალურად ეფექტურად ...", "datePublished": "2018-01-25 08:11:17", "dateModified": "2018-01-25 08:11:17", "description": "ბიზნესომბუდსმენის მთავარი მიზანია, შედგეს მაქსიმალურად ბევრი კომპრომისი რიგ ისეთ საკითხებზე, რომლებზ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/leqvinadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბიზნესომბუდსმენის მთავარი მიზანია, შედგეს მაქსიმალურად ბევრი კომპრომისი რიგ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახლად დანიშნულმა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ბიზნესომბუდსმენი არის ძალიან მნიშვნელვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციისთვის.

„მე შევეცდები, რომ ის საკითხები, რომლებიც მუშავდება ბიზნესში, ბიზნესასოციაციებში, მაქსიმალურად ეფექტურად იქნას მიტანილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე. იქნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა ბიზნესასოციაციასთან, მსხვილი ბიზნესიდან დაწყებული, მცირე და რეგიონული თუ სექტორული ბიზნესასოციაციების ჩათვლით, რათა ყველა საკითხი, რაც ამ გაერთიანებებში მუშავდება, მაქსიმალურად იქნას განხილული და მხარდაჭერილი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ლექვინაძე დარწმუნებულია, რომ დღესდღეობით ყველა სახელმწიფო უწყება ღიაა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ.

„ჩვენ გვექნება აქტიური კომუნიკაცია ყველა შესაბამის უწყებასთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, რომლებთანაც საჭიროა რიგი ტექნიკური თუ ინდივიდუალური საკითხების გავლა, რომ ეს კომუნიკაცია ბევრად ეფექტური იყოს. ქვეყანაში ბიზნესგარემო არის საკმაოდ პოზიტიური. ამას ადასტურებს ის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ, თუმცა პროცესში შეიძლება იყოს რიგი „ქეისები“, რა ნაწილშიც ბიზნესის მხარდაჭერა იქნება აქტუალური და ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზად იქნება, ამ გამოწვევებს რეალურად უპასუხოს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა. ამ დრომდე ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ზურაბ ძნელაშვილი ასრულებდა, რომელიც ირაკლი ლექვინაძის თქმით, მოადგილედ დარჩება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 767
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია