დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ხაბეიშვილი - მერიამ ჯერ საკუთარი პასუხისმგებლობა შეასრულოს და შემდეგ ჩაუძვრეს ჯიბეში ტაქსისტებს
ავტორი:
2018/იანვარი/24 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/xabeishvili-levan.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474645-levan-khabeishvili-meriam-jer-sakuthari-pasukhismgebloba-sheasrulos-da-shemdeg-chaudzvres-jibeshi-taqsistebs.html", "headline": "ლევან ხაბეიშვილი - მერიამ ჯერ საკუთარი პასუხისმგებლობა შეასრულოს და შემდეგ ჩაუძვრეს ჯიბეში ტაქსისტებ...", "datePublished": "2018-01-24 18:04:08", "dateModified": "2018-01-24 18:04:08", "description": "ხელისუფლება მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორ დაუმატოს ხალხს ახალი გადასახადები, - ამის შესახებ თბილისის სა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/xabeishvili-levan.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხელისუფლება მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორ დაუმატოს ხალხს ახალი გადასახადები, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„როცა ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, როცა ვსაუბრობთ ევროპულ სტანდრატებზე, რატომ არ იწყებს დედაქალაქის მერი ევროპული სტანდარტების დანერგვას მაგალითად იქ, რომ ყვითელი, მოფახფახებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადადგილდება დღეს თბილისში, რომელსაც მილიონ კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი და ის უქმნის საზოგადოებას საფრთხეს. მათ შორის, თავადვე იყო გურამიშვილის მეტროს სადგურში ჩასული, რომელიც ასევე სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თან არა მარტო ეს მეტროს სადგური“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე სერიოზული პრობლემებია ინფრასტრუქტურის, ესტაკადების მშენებლობის, საგზაო მიმართულებებით. „გავიაროთ თბილისში და ქალაქის ნებისმიერ წერტილსა და უბანში წავაწყდებით ძალიან სერიოზულ პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ასევე ძალიან ბევრი ადგილას „ზებრაც“ კი არ არის მოწესრიგებული და დახაზული ისე, როგორც უნდა იყოს. ანუ როცა სტანდარტებზე ვსაუბრობთ, ჯერ მერიამ საკუთარი პასუხისმგებლობა შეასრულოს და თავისი სტანდარტებით გააკეთოს ისე, რომ ევროპული და უსაფრთხო იყოს და შემდეგ ჩაუძვრეს ჯიბეში ტაქსისტებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ხელისუფლება მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორ დაუმატოს ხალხს ახალი გადასახადები, მათ შორის, ხაბეიშვილმა ახალი საპენსიო რეფორმა დაასახელა, რომელიც პენსიის დაგროვებას გულისხმობს.

„ეს არის ახალი გადასახადები, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იგონებს. ვინ შეამოწმებს ან ვის გასცემს ტაქსის ლიცენზიას?! ცალკე სამსახურს შექმნიან ახლა და ისინი უნდა დავაფინანსოთ 2 და 10 მილიონი ლარით?! სად არის კონკრეტული პროექტი, რომლის მიხედვითაც ეს განხორციელდება?!“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია