დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა გეგიძე - კონკურენციის სააგენტოს დასკვნის გათვალისწინებით, პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხი ავტომატურად დღის წესრიგიდან მოხსნილია
ავტორი:
2018/იანვარი/24 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/gegidzebidzina.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474627-bidzina-gegidze-konkurenciis-saagentos-daskvnis-gathvalistsinebith-premieris-pasukhismgeblobis-sakithkhi-avtomaturad-dghis-tsesrigidan-mokhsnilia.html", "headline": "ბიძინა გეგიძე - კონკურენციის სააგენტოს დასკვნის გათვალისწინებით, პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხი ...", "datePublished": "2018-01-24 14:02:10", "dateModified": "2018-01-24 14:02:10", "description": "კონკურენციის სააგენტომ სწორედ ის საკითხი გააბათილა, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, პრემიერ-მინისტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/gegidzebidzina.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კონკურენციის სააგენტომ სწორედ ის საკითხი გააბათილა, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის დაკავებული თანამდებობიდან გადადგებოდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ კონკურენციის სააგენტოს მიერ კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

ამ კონტექსტში გეგიძემ ყურადღება “კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლზე გაამახვილა და როგორც აღნიშნა, კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. დეპუტატის თქმით, სააგენტო ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში სახელისუფლო ორგანოების მხრიდან გადაცდომებს ადგილი არ ჰქონია და ყველაფერი კონკურენტუნარიანად ჩატარდა.

“კონკურენციის სააგენტოში წარდგენილი საჩივრის ერთ-ერთი ნაწილი შეეხებოდა სახელმწიფო ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვას გარკვეული სუბიექტებისათვის ანუ საუბარი იყო გადაცდომებზე, რასაც პრემიერ-მინისტრის მკაფიო განცხადება მოჰყვა, რომ თუ ეს დადასტურდებოდა, მზად იყო საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინა. ეს ამ ამბავში მაღალი ნიშნული იყო. სააგენტომ საჭიროდ არ ჩათვალა, რომ ამ საკითხის მოკვლევა დაეწყო. სააგენტოს დასკვნაში უწერია, რომ მან ჩაატარა სამუშაო, საკითხი შეისწავლა და არანაირი გადაცდომა, რომელიც შეეხება სახელმწიფო-სახელისუფლო ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვას, ბუნებაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, გაბათილდა საკითხი, რაზეც შეიძლება პრემიერ-მინისტრს პასუხისმგებლობა აეღო. პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი ავტომატურად დღის წესრიგიდან მოხსნილია“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ბიძინა გეგიძემ.

როგორც ცნობილია, კონკურენციის სააგენტომ "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარი ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო, თუმცა კომპანიებთან მიმართებაში მოკვლევა დაიწყო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 534
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია