დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანა ნაცვლიშვილი - იმედი გვაქვს, პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი მედიაგარემოს და ანტიკორუფციული ბრძოლის მიმართულებით
ავტორი:
2018/იანვარი/24 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/nacvlishvili-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474585-ana-nacvlishvili-imedi-gvaqvs-parlamenti-ar-miighebs-gadatsyvetilebas-romelic-iqneba-ukan-gadadgmuli-nabiji-mediagaremos-da-antikorufciuli-brdzolis-mimarthulebith.html", "headline": "ანა ნაცვლიშვილი - იმედი გვაქვს, პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება უკან გადადგმულ...", "datePublished": "2018-01-24 11:54:51", "dateModified": "2018-01-24 11:54:51", "description": "იმედი გვაქვს, პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/nacvlishvili-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იმედი გვაქვს, პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც მედიაგარემოს, ასევე ანტიკორუფციული ბრძოლის მიმართულებით, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შესახებ კანონპროექტის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო ეფუძნება ორ მნიშვნელოვან არგუმენტს, რაც საფრთხეს უქმნის ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სიკეთეებს.

”თუ ეს კანონპროექტი ამ ფორმით შევა ძალაში და გახდება კანონი, ის საფრთხეს შეუქმნის, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას, მის ბუნებას და მეორე მხრივ, მედიის მრავალფეროვნებას. ასევე სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის კომერციულ მაუწყებლებს, დააზიანებს მედია პლურალიზმს და დააზიანებს საზოგადოების მისაწვდომობას მრავალფეროვან ინფორმაციაზე. მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რის გამოც პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება, ეს არის სერიოზული კორუფციის რისკების გაჩენა, რასაც აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს. ამ ეტაპზე მოიაზრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან განსახორციელებელი შესყიდვების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არ დაექვემდებაროს იმ რეგულაციებს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში დღეს მოქმედებს”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ შესაძლოა, მაუწყებლის მიერ განსახოციელებელ შესყიდვებს გარკვეული თავისებურება ახასიათებდეს, თუმცა ეს არ ამართლებს იმას, რომ ბიუჯეტის თანხების განკარგვა ხდებოდეს ყოველგვარი წესების და რეგულაციების გარეშე.

”პრეზიდენტმა ვეტო დაადო ამ კანონს და იმედი გვაქვს, რომ როცა მიუბრუნდება განხილვას, პარლამენტი კიდევ ერთხელ სიღრმისეულად იმსჯელებს, გაიაზრებს ყველა იმ რისკს, რომელსაც კანონპროექტი ქმნის და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც მედიაგარემოს, ასევე ანტიკორუფციული ბრძოლის მიმართულებით”, - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია