დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი - საპენსიო რეფორმა იძლევა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის შესაძლებლობას
ავტორი:
2018/იანვარი/23 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/qumsishvili_20db8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474356-dimitri-qumsishvili-sapensio-reforma-idzleva-qveynis-ekonomikuri-zrdis-dachqarebis-da-ghirseuli-siberis-uzrunvelyofis-shesadzleblobas.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი - საპენსიო რეფორმა იძლევა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ღირსეული სიბერი...", "datePublished": "2018-01-23 10:52:40", "dateModified": "2018-01-23 10:52:40", "description": "საპენსიო რეფორმა იძლევა ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას და მეორე მხრი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/qumsishvili_20db8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპენსიო რეფორმა იძლევა ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის შესაძლებლობას,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა განვახორციელოთ.

"ძალიან მარტივად რომ ვთქვა, დღეს თუ ჩანაცვლების კოეფიციენტი, ანუ შეფარდება საშუალო ხელფასისა და პენსიისა საქართველოში არის დაახლოებით, 18-დან 20%-მდე, ჩვენი ამოცანაა, რომ საბოლოო ჯამში, აღნიშნული ჩანაცვლების კოეფიციენტი იყოს 40%-ზე მეტი. ანუ ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მხრივ, იყოს შენარჩუნებული ე.წ. ბაზისური პენსია, რომელსაც სახელმწიფო გასცემს იმ პრინციპითა და მეთოდოლოგიით, რაც დღეა არის და მეორე მხრივ, იყოს დაგროვებითი პენსია, რომელიც დამატებით მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ მეტი თანხა აიღონ საბოლოო ჯამში, საპენსიო ასაკში გასვლის დროს, ვიდრე უბრალოდ ეს იქნებოდა საბაზისო პენსია. რა თქმა უნდა, ზოგადად შეიძლება არსებობდეს და უნდა არსებობდეს კიდეც სადისკუსიო ველი აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ 2017 წლის სექტემბერში გავიტანეთ პირველი დრაფტი საქართველოს მთავრობაზე. 2017 წლის სექტემბრიდან მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართა საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და ჩვენ დისკუსიებს გავაგრძელებთ ამ მიმართულებით. პარლამენტიც ხომ იმისთვის არის, რომ კანონმდებლობაზე დისკუსია მოხდეს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია