დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზვიად კვაჭანტირაძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მიქელე ნიკოლეტის არჩევა სასიკეთო იქნება ამ ორგანიზაციისთვის და საქართველოსთვისაც
ავტორი:
2018/იანვარი/23 10:00:02
../photo/2015_02/0/kvachantiradze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474280-zviad-kvatcantiradze-evropis-sabtcos-saparlamento-asambleis-prezidentad-miqele-nikoletis-archeva-sasiketho-iqneba-am-organizaciisthvis-da-saqarthvelosthvisac.html", "headline": "ზვიად კვაჭანტირაძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მიქელე ნიკოლეტის არჩევა სასიკ...", "datePublished": "2018-01-23 05:55:56", "dateModified": "2018-01-23 05:55:56", "description": "ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მიქელე ნიკოლეტის არჩევა სასიკეთო იქნება ამ ორგანიზ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0/kvachantiradze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მიქელე ნიკოლეტის არჩევა სასიკეთო იქნება ამ ორგანიზაციისთვის და საქართველოსთვისაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს.

იგი ასევე საუბრობს ევროპის სახალხო პარტიის შესახებ და აცხადებს, რომ EPP-მ არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტი ვერ აირჩია, მათ ასევე ვერ შეძლეს აერჩიათ კომიტეტის თავმჯდომარეები.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს ახალი პრეზიდენტი, იტალიელი პარლამენტარი მიქელე ნიკოლეტი ავირჩიეთ, რაც უდავოდ სასიკეთო იქნება ამ ორგანიზაციისთვის და ვფიქრობ, საქართველოსთვის. ამავდროულად, სტრასბურგში დაფიქსირდა, რომ ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანება, ევროპის სახალხო პარტია (EPP) ღრმა კრიზისულ ფაზაში შედის. დღეს EPP-მ არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტი ვერ აირჩია, მათ ასევე ვერ შეძლეს აერჩიათ კომიტეტის თავმჯდომარეები და მოადგილეები სხვადასხვა, მათთვის კვოტირებულ კომიტეტებში. EPP, პრაქტიკულად რამდენიმე დაჯგუფებად დაიყო და თუ შიდა წინააღმდეგობა ასე გაგრძელდება, შეიძლება ოფიციალურადაც მალე გაფორმდეს EPP -ის ჯგუფის დაშლა სხვადასხვა ჯგუფებად, ან მისი წევრების ნაწილობრივი გადაბარგება სხვა ჯგუფებში. ეს პროცესი პრინციპში დაწყებულია. დღეს, აქვეა ბატონი დოულიც, სრულიად EPP-ის პრეზიდენტიც, მაგრამ ვერც მისმა ჩართულობამ ვერ იხსნა კრიზისიდან EPP.

საქართველოს დელეგაციის უმრავლესობა, როგორც იცით, საპირისპირო ჯგუფის, სოციალ-დემოკრატების/მწვანეთა ჯგუფის წევრები ვართ და ჩვენი პრეზიდენტი დღეს მთელი ასამბლეის ახალ პრეზიდენტად ავირჩიეთ“, - წერს კვაჭანტირაძე.

შეგახსენებთ, მიქელე ნიკოლეტი თანამდებობაზე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის სესიაზე გუშინ დაამტკიცეს. ნიკოლეტის კანდიდატურა ერთადერთი იყო, ასამბლეის სპიკერის პოსტის დაკავების სურვილი არც ერთ სხვა დეპუტატს არ გამოუთქვამს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 583
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია