დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პალიატიური მზრუნველობა წელიწადში 839 ბავშვს ესაჭიროება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/09 20:30:02
პალიატიური მზრუნველობა წელიწადში 839 ბავშვს ესაჭიროება, - ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომლის შედეგებიც დეტალურად ხვალ გახდება ცნობილი.
საქართველოში ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის საჭიროებების კვლევისას ავტორებმა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა რაოდენობა, არსებული სერვისები, სახელმწიფო დაფინანსების არსებობა და მოცულობა შეისწავლეს.
კვლევა "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ჩატარდა და როგორც ფონდში განმარტავენ, მისი მიზანია პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, რაც, სამომავლოდ ხელს შეუწყოს ბავშვებისთვის შესაბამისი პალიატიური მომსახურების შექმნას.
"ერთ-ერთ მითი, რაც პალიატიური მზრუნველობის შესახებ არსებობს, არის ის, რომ ეს მომსახურება მხოლოდ ხანდაზმული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ შესაძლოა პალიატიური მზრუნველობა ბავშვსაც დასჭირდეთ, მაგრამ ვერ გავექცევით ფაქტს, რომ უკურნებელი სენით ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს. ამისთვის საჭიროა, შეიქმნას სპეციალური დაწესებულება, ე.წ. ჰოსპისი, სადაც ბავშვებსა და მოზარდებს შეუმსუბუქებენ დაავადებით გამოწვეულ ტკივილს, გაუწევენ სულიერ თანადგომას და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას", - აცხადებს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი ნინო კიკნაძე.
მისი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებისთვის სახელმწიფომ შენობა გამოყოს.
პალიატიური მზრუნველობის განვითარება საქართველოში ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით 1998 წელს დაიწყო. ამჟამად, თბილისში ფუნქციონირებს პალიატიური მზრუნველობის ორი დაწესებულება, რომლებიც ძირითადად, ზრდასრულ პაციენტებს ემსახურება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1229
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია