დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვალერი ჩეჩელაშვილი - უკრაინას რომ არ შემოეთავაზებინა, ჩვენ უნდა დაგვეყენებინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩართვის წინადადება
ავტორი:
2018/იანვარი/22 15:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/chechelashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474159-valeri-chechelashvili-ukrainas-rom-ar-shemoethavazebina-chven-unda-dagveyenebina-rusethis-tsinaaghmdeg-sanqciebis-meqanizmshi-charthvis-tsinadadeba.html", "headline": "ვალერი ჩეჩელაშვილი - უკრაინას რომ არ შემოეთავაზებინა, ჩვენ უნდა დაგვეყენებინა რუსეთის წინააღმდეგ სან...", "datePublished": "2018-01-22 11:08:09", "dateModified": "2018-01-22 11:08:09", "description": "უკრაინას რომ არ შემოეთავაზებინა, ჩვენ უნდა დაგვეყენებინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/chechelashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უკრაინას რომ არ შემოეთავაზებინა, ჩვენ უნდა დაგვეყენებინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩართვის წინადადება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განუცხადა.

ჩეჩელაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე გაკეთებული შემოთავაზება, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს, ძალიან ყურადსაღებია და თბილისმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დროულია და უკრაინას რომ არ შემოეთავაზებინა ეს წინადადება, ჩვენ უნდა დაგვეყენებინა ეს საკითხი მათთან ორმხრივ ფორმატში. ვინაიდან ეს შემოთავაზება არის, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ყოველთვის მაწუხებდა ის გარემოება, რომ როდესაც რუსეთთან მიმართებაში სანქციების შერბილებაზე იყო საუბარი, მოიხსენიებოდა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ყირიმის დეოკუპაცია. მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენმა და უკრაინის ექსპერტებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად მიაღწიონ იმას, რომ როდესაც რუსეთის მიმართ სანქციების შერბილების საკითხი დადგება, ეს მოხდეს არა მხოლოდ ყირიმის, არამედ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დეოკუპაციის კონტექსტში (აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა თავისთავად). წარმოიდგინეთ ფანტასტიკური სიტუცია, რუსეთი დასთანხმდა ყირიმის დეოკუპაციას, შეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში და თუ ჩვენ არ ვართ ამ კონტექსტში განხილული, მოიხსნება ყველანაირი სანქცია რუსეთზე, იქნება ჩვეულებრივი თანამშრომლობა დასავლეთსა და რუსეთს შორის, ხოლო აფხაზეთი და სამაჩაბლო რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებად?! ეს აბსოლუტურად მიუღებელია სიტუაციაა. ამიტომ, ჩვენს ინტერესებშია, ვიყოთ ამ პროცესის სრული თანამონაწილე. არ ვიცი, ეს აქამდე რატომ არ ხდება. იმედი მაქვს, რომ არსებული დამოკიდებულება შეიცვლება და ჩვენ გამოვიყენებთ უკრაინის პრეზიდენტის შემოთავაზებას“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს. პეტრო პოროშენკომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, მას შეუერთდეს.

„ამით შეიძლება, მეტი ყურადღება მივიპყროთ და ევროპას სტიმული მიეცეს, გააგრძელოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ საქართველოს კომპონენტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხიდან გამომდინარე“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 782
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია