დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ბატიაშვილი - აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რაც შესაძლოა საქართველოს უსაფრთხოებაზეც ნეგატიურად აისახოს
ავტორი:
2018/იანვარი/21 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/batiashvilizurab.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474020-zurab-batiashvili-afrinis-samkhedro-operacia-kidev-ufro-dadzabavs-ashsh-isa-da-thurqethis-urthierthobas-rac-shesadzloa-saqarthvelos-usafrthkhoebazec-negatiurad-aisakhos.html", "headline": "ზურაბ ბატიაშვილი - აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რა...", "datePublished": "2018-01-21 07:22:18", "dateModified": "2018-01-21 07:22:18", "description": "აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რაც შესაძლოა ნეგატიუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/batiashvilizurab.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს უსაფრთხოებაზეც, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილმა თურქეთის მიერ სირიის აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყების ფაქტის შეფასებისას განუცხადა.

ბატიაშვილის თქმით, სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, რომ ომი სრულიად ახალ ფაზაში შედის

“ანკარის მიერ ჩრდილოეთ სირიის აფრინის რეგიონში სამხედრო მოქმედებების დაწყება მოსალოდნელი იყო. საქმე ისაა, რომ თურქეთი სირიაში მოქმედ ძირითადად ქურთებით დაკომპლექტებულ "სახალხო თავდაცვის ნაწილებს" განიხილავს ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" გაგრძელებად. თურქეთში შიშობენ, რომ ქვეყნის გარშემო იქმნება ტერორისტული სარტყელი, რასაც ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევენ და ყველანაირად ცდილობენ, წინ აღუდგნენ მას. თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა აშშ-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ "სახალხო თავდაცვის ნაწილების" მონაწილეობით გეგმავს რეგულარული სამხედრო დანაყოფების ჩამოყალიბებას სირიის ტერიტორიაზე. სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, რომ ომი სრულიად ახალ ფაზაში შედის. ცხადია, აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს ჩვენი ორი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ისა და თურქეთის ისედაც რთულ ურთიერთობას. ეს კი შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მთელი რეგიონის, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებაზეც. აღსანიშნავია, რომ აფრინის ოპერაციაში ჩაერთო თურქული სამხედრო ავიაცია. იქ კი საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებს. რამდენადაც მათ შორის ოპერაციის მსვლელობისას არ მომხდარა ინციდენტი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანკარასა და მოსკოვს შორის გარკვეული გარიგება მოხდა. ოპერაციას უკვე მოჰყვა მსხვერპლი. მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან მხარეები საბრძოლოდ არიან განწყობილი“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე აზრით, მოსალოდნელია საპასუხო ქმედებები თურქეთის წინააღმდეგ. მაგალითად, "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" ან მასთან აფილირებულმა ორგანიზაციებმა შესაძლოა, უწინდელივით მოაწყონ ტერაქტები თურქეთის დიდ ქალაქებში.

20 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა სირიის აფრინის რაიონში მოქმედი ქურთების წინააღმდეგ სახმელეთო-სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ანკარა სირიელ ქურთებს ტერორიზმისა და თურქეთის ტეროტორიაზე მოქმედი ქურთი მეამბოხეების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. სირიის ოპოზიციის სამხედრო დანაყოფებმა, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ ისინი თურქ სამხედროებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ოპერაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია