დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
2018/იანვარი/19 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/poroshenkokobaxidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473903-irakli-kobakhidze-ukrainis-prezidents-shekhvda.html", "headline": "ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა", "datePublished": "2018-01-19 14:19:24", "dateModified": "2018-01-19 14:19:24", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის პრეზიდენტ პ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/poroshenkokobaxidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, რასაც ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ეფუძნება.

“საუბარი შეეხო ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებსა და მათთან გასამკლავებლად, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გამახვილდა. ასევე, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან პოტენციალს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესიც. აღინიშნა, რომ საერთო მიზნების მისაღწევად, საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო ფორმატში, კოორდინირებულად უნდა იმუშაონ“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 583
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია