დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - ტენდენცია იგივეა - მმართველ ძალას მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა აქვს
ავტორი:
2018/იანვარი/18 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/beselia_2d105.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473743-eka-beselia-tendencia-igivea-mmarthvel-dzalas-mosakhleobis-meti-mkhardatcera-aqvs.html", "headline": "ეკა ბესელია - ტენდენცია იგივეა - მმართველ ძალას მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა აქვს", "datePublished": "2018-01-18 12:13:40", "dateModified": "2018-01-18 12:13:40", "description": "ტენდენცია იგივეა - მმართველ ძალას აქვს მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/beselia_2d105.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ტენდენცია იგივეა - მმართველ ძალას აქვს მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ NDI-ის კვლევის იმ ნაწილის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც პარტიულ რეიტინგებს ეხება.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული შედეგი სატრაბახო არ არის და პირადად ამას უყურებს როგორც ტვირთს, გამოწვევას და პასუხისმგებლობას.

“ციფრებთან დაკავშირებით ცდომილება ყოველთვის იყო და სიზუსტის მოლოდინი არავის აქვს. თითქმის ყველა წელს არჩევები გვაქვს და ყველა არჩევნები განსხვავებულ მოცემულობას აჩვენებს. აქ სახასიათო, ნიშანდობლივი ტენდენცია არის ის, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას მუდმივად აქვს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. ის თუ რამდენია ეს გამოხატული ციფრებში, მე არჩევნების შედეგებს დავეყრდნობოდი“, - აღნიშნა ბესელიამ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას. კითხვაზე, რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა: ”ქართული ოცნება”– 31%, არც ერთი პარტია - 30%, უარი პასუხზე - 12%, ”ნაციონალური მოძრაობა”- 10%, არ ვიცი - 5%, ”ევროპული საქართველო”- 4%, ”პატრიოტთა ალიანსი”- 3%, სხვა - 1%.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, 27%-ით “ქართული ოცნება“ ლიდერობს. აღნიშნულ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა: - “ქართული ოცნება“ - 27%; არც ერთი პარტია - 24%; არ ვიცი - 15%; უარი პასუხზე - 13%; “ნაციონალური მოძრაობა“ – 10%; “ევროპული საქართველო“ – 3%; სხვა - 7%.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია