დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ელენე ხოშტარია - NDI-ის კვლევიდან კარგად ჩანს, თუ რა უნდა იყოს სახელმძღვანელო ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის
ავტორი:
2018/იანვარი/18 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/xoshtaria_f112f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473693-elene-khoshtaria-ndi-is-kvlevidan-kargad-chans-thu-ra-unda-iyos-sakhelmdzghvanelo-nebismieri-politikosisthvis.html", "headline": "ელენე ხოშტარია - NDI-ის კვლევიდან კარგად ჩანს, თუ რა უნდა იყოს სახელმძღვანელო ნებისმიერი პოლიტიკოსის...", "datePublished": "2018-01-18 08:51:35", "dateModified": "2018-01-18 08:51:35", "description": "NDI-ის კვლევიდან კარგად ჩანს, თუ რა უნდა იყოს სახელმძღვანელო ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, - ასე აფასე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/xoshtaria_f112f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } NDI-ის კვლევიდან კარგად ჩანს, თუ რა უნდა იყოს სახელმძღვანელო ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, - ასე აფასებს ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია დღეს ”ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს.

მისივე თქმით, კვლევიდან ჩანს, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა არსებული ხელისუფლებით.

”ძალიან დაბალია ქვეყნის განვითარების ტემპი. ელექტორატი კრიტიკულია კონკრეტული გადაწყვეტილებების შეფასებაში, როგორც არის მაგალითად ხელისუფლების გადაწყვეტილება თაბორის მთასთან დაკავშირებით. მნიშნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებებიც. კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებაში, ზოგადად, უიმედობა და ნიჰილიზმია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება უკვე მეექვსე წელია უყურებს განწყობებს და არ ცდილობს და არ აპირებს პრობლემების გამოსწორებას. ოპოზიციამ ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და იმედის, პერსპექტივის განცდა დავუბრუნოთ საზოგადოებას. ”ევროპულ საქართველოს” ესმის, რომ არის კარგი სასტარტო პოზიცია, მაგრამ არასაკმარისი ქვეყანაში ცვლილებების განსახორციელებლად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი კი არ გავიშვიროთ ვინმესკენ, რასაც უკვე წლებია აკეთებს ”ქართული ოცნება”, არამედ დავკავდეთ რეალური საქმით და ხალხს გავუჩინოთ ცვლილებების და უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თემა: NDI-ის კვლევები ლორა თორნტონი - არის ხოლმე მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ პარტიების მხარდაჭერა უფრო მაღალია, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ დაფიქსირდა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია