დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ქართველი ექსპორტიორები ჩინურ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ
ავტორი:
2018/იანვარი/17 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/qumsishvili-4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473576-dimitri-qumsishvili-chineththan-mightseuli-shethankhmebis-shedegad-qarthveli-eqsportiorebi-chinur-bazarze-thavisufali-vatcrobis-rezhimith-sargebloben.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ქართველი ექსპორტიორები ჩინურ ბაზარზე თავი...", "datePublished": "2018-01-17 14:58:46", "dateModified": "2018-01-17 14:58:46", "description": "მთავრობის ადმინისტრაციაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/qumsishvili-4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობის ადმინისტრაციაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციებს ჩინეთის ბაზარზე გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობები გააცნო.

ეკონიმიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთი საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა. 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 24 პროცენტით, ექსპორტი კი - 23 პროცენტით გაიზარდა და 200 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი ექსპორტიორები ჩინურ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ. ჩინეთში, გასულ წელს, 7 მილიონ 600 ათასი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც უპრეცედენტო მოცულობაა. 2018 წლიდან საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა, რაც ზრდის ჩვენი მწარმოებლებისათვის ექსპორტის შესაძლებლობებს ჩინეთის ბაზარზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმრებს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გამოფენის ორგანიზების იდეა „აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმზე’’, 2017 წლის მაისს გაჟღერდა. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო ქალაქ შანხაიში 5-10 ნოემბერსაა დაგეგმილი.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია