დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოთარ კახიძე - ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში გადადგმულმა უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა, საზოგადოების უსაფრთხოებას ძირი გამოუთხარა
ავტორი:
2018/იანვარი/17 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/kaxidze_4bde0.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473458-othar-kakhidze-khelisuflebis-mkhridan-tslebis-ganmavlobashi-gadadgmulma-upasukhismgeblo-nabijebma-sazogadoebis-usafrthkhoebas-dziri-gamouthkhara.html", "headline": "ოთარ კახიძე - ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში გადადგმულმა უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა, საზოგად...", "datePublished": "2018-01-17 08:24:25", "dateModified": "2018-01-17 08:24:25", "description": "ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში გადადგმულმა უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა ძირი გამოუთხარა ჩვენი ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/kaxidze_4bde0.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში გადადგმულმა უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა ძირი გამოუთხარა ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

როგორც კახიძე აცხადებს საჭირო დროული ნაბიჯების გადადგმა.

„ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში გადადგმულმა უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა - გაუაზრებელი ამნისტიით, პოლიციის დემორალიზებით და „კანონიერი ქურდების“ წახალისებით ძირი გამოუთხარა ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას და თუ არ გადაიდგა დროული ნაბიჯები, ჩვენ მივიღებთ უკონტროლო მდგომარეობას“, - განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, საჭიროა პოლიციის გააქტიურება.

,,2018 წელს პრაქტიკულად დღე არ გავა, რომ არ გავიგოთ მორიგი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, დაჭრა-დასახიჩრების, ყაჩაღობისა თუ სხვა შემთხვევების შესახებ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გახდა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენი ყოველდღიურობა. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო და მძიმე ვითარებას. ამას ვერ უშველის ვერც წინასაახალწლო რეიდები, ვერც სტატისტიკის გაყალბება. ეს არის ვითარება, რომელსაც სჭირდება პირველ რიგში აღიარება, პრობლემის დაფიქსირება და სერიოზული ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაცვლელად. საჭიროა პოლიციის დემორალიზების ნაცვლად მისი გააქტიურება და საკანონმდებლო ნაბიჯების დაგეგმვა. საზოგადოების დაკვეთა გახლავთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს არის სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა და საზოგადოება გაგებით არ და ვერ მოეკიდება საგანგაშო კრიმინალის ზრდას. არ მინდა სიტუაციის ზედმეტი დრამატიზება მოვახდინო, ან პანიკის საფუძველი შევქმნა, უბრალოდ ამ მდგომარეობას თუ არ მიექცა სათანადო ყურადღება ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო გაუარესებულ ვითარებას’’, - განაცხადა ოთარ კახიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია