დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ, სამწუხაროდ აგრესიული საზოგადოება ვართ და მოგვწონს აგრესია - ამას სკოლა ერთ დღეში, ერთი რეფორმით და კანონში ჩასწორებით ვერ შეცვლის
ავტორი:
2018/იანვარი/17 00:00:01
../photo/2015_02/0-1IVNIS-2015/margvelashvili-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473381-giorgi-margvelashvili-chven-samtsukharod-agresiuli-sazogadoeba-varth-da-mogvtsons-agresia-amas-skola-erth-dgheshi-erthi-reformith-da-kanonshi-chastsorebith-ver-shecvlis.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ, სამწუხაროდ აგრესიული საზოგადოება ვართ და მოგვწონს აგრესია - ამას სკოლა ...", "datePublished": "2018-01-16 20:03:02", "dateModified": "2018-01-16 20:03:02", "description": "ჩვენ, სამწუხაროდ აგრესიული საზოგადოება ვართ და მოგვწონს აგრესია - ამას სკოლა ერთ დღეში, ერთი რეფორმი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1IVNIS-2015/margvelashvili-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ, სამწუხაროდ აგრესიული საზოგადოება ვართ და მოგვწონს აგრესია - ამას სკოლა ერთ დღეში, ერთი რეფორმით და კანონში ჩასწორებით ვერ შეცვლის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა , გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ აგრესიას, რომელიც გარკველწილად კულტურის ნაწილადაც კი იქცა, ახალგაზრდა თაობა ეწირება.
„ჩვენ ძალადობრივი საზოგადოება ვართ და ჩვენთან პრესტიჟულია ძალადობა. ჩვენ მოგვწონს აგრესია. ამას ძალიან ბევრ ადგილას ნახვთ. შეგვიძლია დავაკვირდეთ თუ რამდენად აგრესიულები არიან ადამიანები სოციალურ ქსელებში. პრობლემა არის იქ, რომ ადამიანები არა პოლიტიკური მიზეზით, არამედ გულწრფელად აგრესიულები არიან. ადამიანს საქართველოში, სამწუხაროდ, ჰგონია, რომ თუ აგრესიულია, არის ძლიერი, რაც ტყუილია და ეს ასე არ არის. ძალიან მოთხოვნადია იყო აგრესიული, მიაყენო შეურაცხყოფა, ეს არის, რაც ადამიანებს მოსწონთ, არის კულტურის ნაწილიც. ამ ფონზე სამწუხაროდ მსხვერპლია ახალგაზრდა თაობა.

ჩვენს სტილს, ჩვენს ტრადიციას იმისა, რომ ჩვენ, სამწუხაროდ აგრესიული საზოგადოება ვართ და მოგვწონს აგრესია, ამას სკოლა ერთ დღეში და ერთი რეფორმით და კანონში ჩასწორებით ვერ შეცვლის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია