დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2018/იანვარი/16 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kobaxidzelatvia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473359-irakli-kobakhidze-latviis-respublikis-ekonomikis-ministrs-shekhvda.html", "headline": "ირაკლი კობახიძე ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა", "datePublished": "2018-01-16 16:19:05", "dateModified": "2018-01-16 16:19:05", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლატვიის ეკონომიკის მინისტრს, არვილს აშერადენისს ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kobaxidzelatvia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლატვიის ეკონომიკის მინისტრს, არვილს აშერადენისს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, მხარეებმა თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივა განიხილეს.

„ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ გასულ წელს, ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში საკმაოდ დიდი გაოცება გამოიწვია. ასევე, გავაცანით ის უპირატესობები და ახალი შესაძლებლობები, რაც საქართველოს, როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობების გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაუჩნდა. ვისაუბრეთ ბიზნესის კეთების ხელსაყრელი გარემოს შესახებ. აღსანიშნავია, რომ ლატვიაში არსებობს კვალიფიციური კადრების დეფიციტი. შესაბამისად, ამ მხრივ საქართველო, შესაძლოა, იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. ამ დეტალებზე ვისაუბრებთ იმ უწყებების მოლაპარაკებების ფარგლებში, რომლებსაც ეს მიმართულება ეკუთვნით“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბექა ოდიშარიამ.

ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მხარეებმა თანამშრომლობის კიდევ გააქტიურების შესახებ ისაუბრეს. არვილს აშერადენისმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მჭიდრო პოლიტიკური და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

„გასული წელი ეკონომიკის მხრივ, წარმატებული იყო საქართველოსთვის. იყო 4 %-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა და ამ მხრივ, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. გავცვალეთ აზრები ინიციატივის - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, ჩინეთთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის. ასევე, განვიხილეთ საინტერესო ინიციატივა. ლატვიაში არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ინტერესის შემთხვევაში, შესაძლებელია თანამშრომლობა შესაბამის ქართულ უწყებებთან იმ ხალხის შესახებ, ვინც დაინტერესებული იქნება, დროის განსაზღვრული პერიოდით, ლატვიაში გარკვეული სამუშაო ვალდებულებები იტვირთოს. ეს არის იდეა, თუმცა, მას პოზიტიურად შევხვდით. ამ მიმართულებით მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს ელჩთან“,- განუცხადა ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია