დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი ომბუდსმენის შეთავაზებაზე - სახალხო დამცველს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის გამტარი რგოლის ტვირთი აკისრია - კარგი იქნება თუ ის ამ ტვირთს საკუთარ თავზე აიღებს
ავტორი:
2018/იანვარი/16 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/chugoshvili_2f1c7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473347-thamar-chugoshvili-ombudsmenis-shethavazebaze-sakhalkho-damcvels-sazogadoebasa-da-khelisuflebas-shoris-gamtari-rgolis-tvirthi-akisria-kargi-iqneba-thu-is-am-tvirths-sakuthar-thavze-aighebs.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი ომბუდსმენის შეთავაზებაზე - სახალხო დამცველს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის გამტ...", "datePublished": "2018-01-16 15:21:52", "dateModified": "2018-01-16 15:21:52", "description": "მივესალმები სახალხო დამცველის ინიციატივას, ზოგადად, სახალხო დამცველს აკისრია საზოგადოებასა და ხელისუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/chugoshvili_2f1c7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მივესალმები სახალხო დამცველის ინიციატივას, ზოგადად, სახალხო დამცველს აკისრია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის გამტარი რგოლის ტვირთი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ნინო ლომჯარიას ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა.

“ეს ბევრ ქვეყანაში არის ომბუდსმენის დატვირთვა. ამ შემთხვევაშიც, ვინაიდან საზოგადოების ინტერესი მაღალია, კარგი იქნება თუ სახალხო დამცველის ოფისი ამ ტვირთს საკუთარ თავზე აიღებს“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

სახალხო დამცველი სამართალდამცველ სტრუქტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახთან შუამავლობას სთავაზობს. ეს განცხადება ნინო ლომჯარიამ დღეს სოფელ დუისში გააკეთა, სადაც მაჩალიკაშვილების ოჯახს შეხვდა.

“ოჯახსაც შევთავაზე და საჯაროდაც მინდა გავაკეთო შეთავაზება გამოძიების მისამართით, რომ ჩვენ გარკვეული შუამავლის თუ ხიდის როლი შევასრულოთ, რომ მაქსიმალურად იყოს მიწოდებული ოჯახისთვის ის ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც შეიძლება, რადგან ამ ადამიანებს გააჩნიათ ძალიან დიდი უსამართლობის გრძნობა. ვფიქრობ, გამოძიებამ მათ გარკვეულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს. რა თქმა უნდა, ის კითხვები, რაც ოჯახის წევრებს უჩნდება, გვიჩნდება ჩვენც. ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, თუმცა არ ვიცით, რამდენად მოგვეცემა გაცნობის საშუალება”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ და კიდევ ერთხელ ითხოვა, სახალხო დამცველს, კონფიდენციალურობის დაცვით, თუნდაც ადგილზე საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცეს.

“ოჯახმა გაიხსენა სპეცოპერაციის ღამის დეტალები. მათ აქვთ შეკითხვები თემირლანის დაჭრის საქმესთან და ასევე საძინებელ ოთახში ხელყუმბარის არსებობასთან დაკავშირებით. შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემას მაჩალიკაშვილები მოკლე ვადებში ითხოვენ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. ის 10 იანვარს, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 601
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია