დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები უმრავლესობის შიგნითაც ორადაა გაყოფილი
ავტორი:
2018/იანვარი/16 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/chugoshvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473327-thamar-chugoshvili-mautsyeblobis-shesakheb-kanonproeqtthan-dakavshirebith-mosazrebebi-umravlesobis-shignithac-oradaa-gayofili.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები უმრავლესობის შიგნით...", "datePublished": "2018-01-16 13:37:19", "dateModified": "2018-01-16 13:37:19", "description": "პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება - ამ ეტაპზე რთულია თქმა, როგორ გადანაწილდება შედეგები “მა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/chugoshvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება - ამ ეტაპზე რთულია თქმა, როგორ გადანაწილდება შედეგები “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

ამ კონტექსტში ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც მოსაზრებები თავად უმრავლესობის შიგნით არის გაყოფილი. მისივე თქმით, კანონპროექტს თავად პირველი და მეორე მოსმენის დროს დაუჭირა მხარი, მაგრამ მესამე მოსმენაზე თავი შეიკავა.

“პარლამენტის წამყვანმა კომიტეტმა კანონპროექტის წინააღმდეგ ორჯერ მისცა ხმა სწორედ იმ თემებზე აქცენტირებით, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებშია მოცემული. წინასწარ შეუძლებელი იმის თქმა, თუ როგორი იქნება კენჭისყრის შედეგი. ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება - ამ ეტაპზე რთულია თქმა, როგორ გადანაწილდება შედეგები კენჭისყრის დროს. არის გარკვეული შენიშვნები და პირადად ჩემი პოზიციაც კენჭისყრაზე დაფიქსირდება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი ამ მოაწერა და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.

პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში ასახულ ორ საკითხს ეხება: - საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობის მიცემას და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 552
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია