დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს გამოეხმაურა
ავტორი:
2018/იანვარი/16 16:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/asatiani_542ff.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473302-advokattha-asociaciis-thavmjdomare-iusticiis-umaghlesi-sabtcos-shemadgenlobashi-gankhorcielebul-cvlilebebs-gamoekhmaura.html", "headline": "ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს ...", "datePublished": "2018-01-16 12:09:12", "dateModified": "2018-01-16 12:09:12", "description": "ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/asatiani_542ff.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

დავით ასათიანი ვახტანგ მჭედლიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ოთხი წლის განმავლობაში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობას უხდის, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნას მიესალმება.

“ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ბატონ ვახტანგ მჭედლიშვილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ოთხი წლის განმავლობაში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ამ წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი იყო ბატონი ვახტანგის პროფესიონალური და პრინციპული დამოკიდებულება იმ სირთულეების გადაწყვეტასთან მიმართებით, რომელიც აბრკოლებს საქართველოში მართლმსაჯულების ეფექტიან ადმინისტრირებას.

აქვე, ადვოკატთა ასოციაცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქალბატონი ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნას. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამართული და გამჭვირვალე საქმიანობისათვის მეტად მნიშვნელოვანია მათ შორის, არამოსამართლე წევრთა დამოუკიდებელი და კომპეტენტური პოზიცია, რათა მართლმსაჯულების სისტემამ მოიპოვოს საზოგადოებრივი ნდობა და სათანადოდ უპასუხოს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში აქტიურად ითანამშრომლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სხვა კომპეტენტურ ინსტიტუციებთან.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 715
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია