დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებში კორუფციის საფრთხეს ხედავს
ავტორი:
2018/იანვარი/16 14:30:02
../photo/2015_02/0-01TEBER-2016/margvelashvili6.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473282-prezidenti-sazogadoebriv-mautsyebelthan-dakavshirebith-gankhorcielebul-cvlilebebshi-korufciis-safrthkhes-khedavs.html", "headline": "პრეზიდენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებში კორუფციის საფრთხეს ხედ...", "datePublished": "2018-01-16 10:22:46", "dateModified": "2018-01-16 10:22:46", "description": "პრეზიდენტი სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განხორციელებუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01TEBER-2016/margvelashvili6.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტი სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებში კორუფციის საფრთხეს ხედავს და აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება როგორც ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებას, ისე კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიას.

საუბარია პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

პრეზიდენტის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონიდან გასვლა მნიშვნელოვნად გაზრდის კორუფციის რისკს და მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას შეასუსტებს.
აღნიშნულ ცვლილებას პრეზიდენტი პარლამენტში გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში “გაუმართლებელს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ გზაზე, რომელზეც საქართველომ არაერთი ავტორიტეტული წყაროს თანახმად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ხაზგასმულია, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების უზრუნველყოფას, როგორიცაა: რაციონალური ხარჯვა, არადისკრიმინაციული მიდგომა, თანასწორი მოპყრობა, საჯაროობა, სანდოობის ჩამოყალიბება. პრეზიდენტის განცხადებით, კანონი ასევე მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან გარანტიებს სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით, როგორებიცაა ინტერესთა კონფლიქტის რეგულირება, გასაჩივრების უფლება და სხვა.

მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში არანაირი, მინიმალური გარანტიაც კი, რომ შესყიდვების პროცესში ეს პრინციპები დაცული იქნება, მოცემული არ არის.

“ხდება სახელმწიფო შესყიდვების ნაწილის არამხოლოდ კონკრეტული კანონის მოქმედების ჩარჩოდან გამოყვანა, არამედ ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვების გამოყვანა უმნიშვნელოვანესი პრინციპების მოქმედების სფეროდანაც, რაც გაუმართლებელია. კომიტეტის დასკვნის მიხედვით, ამ ტიპის შესყიდვების გამოყვანა სახელმწიფო შესყიდვების კანონის რეგულირების სფეროდან გამომდინარეობს 2014/24/EU დირექტივიდან. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან, უმნიშნველოვანესი სახელმწიფო ამოცანაა. აღსანიშნავია, რომ თავად 2014/24/EU დირექტივის ტექსტიდან გამომდინარე, ნებისმიერი გამონაკლისი, რომელსაც ეს დირექტივა უშვებს, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, როგორებიცაა: თანასწორობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა. თუმცა, შემოთავაზებულ კანონპროექტში არანაირი, მინიმალური გარანტიაც კი, რომ შესყიდვების პროცესში ეს პრინციპები დაცული იქნება, მოცემული არ არის. საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვები არის კორუფციისადმი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სფერო. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის, ვინაიდან ეფექტიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის საშუალებით შესაძლებელია დაიზოგოს საჯარო სახსრები და თავიდან იქნეს აცილებული საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი, არაეკონომიური ხარჯვა. ქვეყნის გრძელვადიანი მიზნებია: სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის დახვეწა, გამჭვირვალობის მაღალი დონის შენარჩუნება, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არადისკრიმინაციული მიდგომისა და ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა, კორუფციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა. შესაბამისად, ნათელია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის კორუფციის რისკს და შეასუსტებს მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება იმ გზაზე, რომელზეც საქართველომ, არაერთი ავტორიტეტული წყაროს თანახმად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამგვარად, გაუმართლებლად მიგვაჩნია, სახელმწიფო შესყიდვების ერთი ნაწილი გამოვიდეს არსებული რეგულაციების სფეროდან ისე, რომ კანონმდებლობით არ იყოს დადგენილი ის მინიმალური სტანდარტებიც კი, რომლებიც ამ შემთხვევაში უნდა იყოს დაცული. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება, როგორც ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებას, ისე კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიას“, - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში.

კანონპროექტის საკუთარ ვარიანტში პრეზიდენტი პარლამენტს იმ საკანონმდებლო ვალდებულების შენარჩუნებას სთავაზობს, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელერადიოპროდუქციას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად შეისყიდის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესყიდვა არარეზიდენტი პირისგან ხორციელდება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია