დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
”ამერიკის ხმა” - საქართველოს ნაწილში Freedom House-ის ანგარიში ორ მოვლენას გამოყოფს - საკონსტიტიუციო ცვლილებებს და თბილისიდან აფგან მუხთარლის გაუჩინარებას
ავტორი:
2018/იანვარი/16 13:00:01
../photo/2015_02/logoebi/freedom-house-image-jpg_big.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473254-amerikis-khma-saqarthvelos-natsilshi-freedom-house-is-angarishi-or-movlenas-gamoyofs-sakonstitiucio-cvlilebebs-da-thbilisidan-afgan-mukhtharlis-gauchinarebas.html", "headline": "”ამერიკის ხმა” - საქართველოს ნაწილში Freedom House-ის ანგარიში ორ მოვლენას გამოყოფს - საკონსტიტიუციო...", "datePublished": "2018-01-16 08:58:03", "dateModified": "2018-01-16 08:58:03", "description": "Freedom House-ის შეფასებით, საქართველო ცხრა ქვეყანასთან ერთად მოქცეულია ჯგუფში, რომელსაც, განსაკუთრე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/logoebi/freedom-house-image-jpg_big.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } Freedom House-ის შეფასებით, საქართველო ცხრა ქვეყანასთან ერთად მოქცეულია ჯგუფში, რომელსაც, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დავაკვირდეთ, რადგან მომავალი წელი “ქვეყნის დემოკრატიული კურსისთვის, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს”.

საქართველოს ნაწილში, ორგანიზაციის ყოველწლიური ანგარიში ორ მოვლენას გამოყოფს: საკონსტიტიუციო ცვლილებებს და თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტვის აფგან მუხთარლის გაუჩინარებას. ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველი “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები დიდი გამოწვევა იქნება საქართველოს დაყოფილი ოპოზიციისთვის, რამაც, შესაძლებელია “მომდევნო წლებში პარტიის კონტროლი კიდევ უფრო გაამყაროს.”

“ფრიდომ ჰაუსის” ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი მარკ ბეჰრენდტი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარი შეშფოთება კონსტიტუციის ოპოზიციის ჩართულობის გარეშე მიღებამ გამოიწვია.

“საკონსტიტუციო ცვლილებებში არის დადებითი ცვლილებებიც, მაგრამ ის არ ამოქმედდება 2014 წლამდე, რაც ნიშნავს, რომ მანამდე “ქართული ოცნების” მთავრობა გამოიყენებს იმ უპირატესობებს, რომელსაც მას მაჟორიტარული წესით არჩევნები ანიჭებს“, - განაცხადა ბეჰრენდტმა.

ანგარიშში გამოყოფილია აფგან მუხთარლის საქმე და ნათქვამია, რომ აღნიშნული საქმე აჩენს კითხვებს “საქმეში საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობის შესახებ”.

“ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ არსებობს სანდო წყაროები, რომელიც აჩვენებს, რომ მუხთარლის გატაცების საქმეში მთავრობა მონაწილეობდა. აღშფოთებას იწვევს ამ საქმეში მთავრობის შესაძლო მონაწილეობა ან ის, რომ მთავრობას შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს გატაცება”, - დასძენს ბეჰრენდტი.

მისი თქმით, მუხთარლის საქმე აშინებს სხვა აქტივისტებს, რომლებიც თავს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას აფარებენ.

“უნდა ითქვას, რომ საქართველო რჩება სინათლის შუქურად ყოფილ საბჭოთა სივრცეში, რის გამოც ის იქცა თავშესაფრად ჟურნალისტებისთვის, დისიდენტებისთვის, ყოფილი პოლიტპატიმრებისთვის აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან. ეს ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ჩვენ გვაშფოთებს. საქართველოში მყოფი დისიდენტები გვიყვებიან, რომ მათ უთვალთვალებენ, რომ ისინი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ. მნიშნელოვანია საქართველოს მთავრობამ ამ ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოს, რადგან საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი რეგიონში ძალიან დადებითი როლი ითამაშოს”, - ამბობს ბეჰრენდტი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია