დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ევროპული საქართველოს“ წევრი - „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება გაცემული დაპირებები, მაგრამ არ ავიწყდება მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გასამმაგება
ავტორი:
2018/იანვარი/16 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/jgenti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473241-evropuli-saqarthvelos-tsevri-qarthul-ocnebas-avitsydeba-gacemuli-dapirebebi-magram-ar-avitsydeba-meriis-maghali-thanamdebobis-pirebisthvis-khelfasebis-gasammageba.html", "headline": "„ევროპული საქართველოს“ წევრი - „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება გაცემული დაპირებები, მაგრამ არ ავიწყდება მ...", "datePublished": "2018-01-16 08:09:44", "dateModified": "2018-01-16 08:09:44", "description": "„ქართულ ოცნებას“ ავიწყდება გაცემული დაპირებები, მაგრამ არ ავიწყდება თუ როგორ მოახდინონ მერიის მაღალი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/jgenti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება გაცემული დაპირებები, მაგრამ არ ავიწყდება თუ როგორ მოახდინონ მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გასამმაგება, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ჟღენტმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ მერიის მიერ წარმოდგენილ სტრუქტურულ და ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის, მხარს არ დაუჭერს.

„ქმნიან ახალ სამსახურებს, აყავთ მაღალი თანამდებობის პირები შრომითი ხელშეკრულებით და რაც ყველაზე სამწუხაროა, ზრდიან ბიუროკრატიულ ხარჯს. მათ ავიწყდებათ თბილისელებისთვის მიცემული დაპირებები. რაც არ ავიწყდებათ არის ის, თუ როგორ მოახდინონ მერიის მაღალი თანამდებობის პირთათვის და ჩინოვნიკებისთვის ხელფასების გასამმაგება. ეს არის სამწუხაროდ მავნე პრაქტიკა. ჩვენ დღეს სხდომაში მივიღებთ მონაწილეობას, გვექნება ჩვენი შეხედულებები და შენიშვნები. ამ ფორმით რა ფორმითაც არის წარმოდგენილი ცვლილებები, მხარს ვერ დავუჭერთ“, - განაცხადა დავით ჟღენტმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია