დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - ლატვიაში ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით
ავტორი:
2018/იანვარი/16 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473197-eka-beselia-latviashi-viziti-mnishvnelovania-rogorc-politikuri-aseve-strategiuli-thanamshromlobis-kuthkhith.html", "headline": "ეკა ბესელია - ლატვიაში ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის კუთ...", "datePublished": "2018-01-16 04:58:12", "dateModified": "2018-01-16 04:58:12", "description": "საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, შეხვედრე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, შეხვედრები, რომლებსაც ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართავს, ქვეყნებს შორის ურთიერთობას აძლიერებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, აღნიშნული განცხადება ეკა ბესელიამ ლატვიაში გააკეთა, სადაც, ირაკლი კობახიძესა და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვიზიტის პირველი დღე ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა და განაცხადა, რომ ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე, სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა მიმდინარეობს და ბოლო პერიოდში გაძლიერდა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და მნიშვნელობა. გადაწყვეტილებების სიმრავლე, მიმართვიანობის მაღალი რაოდენობა ადასტურებს სასამართლოსადმი ნდობას და ამ თემაზე გვქონდა საინტერესო გაცვლა ინფორმაციების, ასევე, გავცვალეთ ინფორმაცია ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოსა და ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის თაობაზე“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 766
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია