საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
პრეზიდენტი - იმედი მაქვს, პარლამენტი კარგად გაიაზრებს ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად, ისე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი ხარჯვის მიმართულებით
ავტორი:
2018/იანვარი/16 08:30:01
../photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/margvelashvili_108c3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473180-prezidenti-imedi-maqvs-parlamenti-kargad-gaiazrebs-vetos-da-gadatsyvetilebas-miighebs-rogorc-mediapluralizmis-shesanarchuneblad-ise-sakhelmtsifo-sakhsrebis-yairathiani-kharjvis-mimarthulebith.html", "headline": "პრეზიდენტი - იმედი მაქვს, პარლამენტი კარგად გაიაზრებს ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მედიაპ...", "datePublished": "2018-01-16 04:40:07", "dateModified": "2018-01-16 04:40:07", "description": "იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/margvelashvili_108c3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელი კონკურენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭვირვალე ხარჯვის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინზე განაცხადა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადების მიზეზები ახსნა.

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან მიმართებაში ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მისი ძირითადი შენიშვნები ეხება ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებას და მეორე მხრივ, შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებას.

”დღეს, ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონს ორი ძირითადი მოტივირებული შენიშვნით. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელი კონკურენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭვირვალე ხარჯვის მიმართულებით”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, რეკლამის განთავსებასა და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხი კანონპროექტში არ არის ადეკვატურად გაწერილი.

”სრულიად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არსებული კანონი შესყიდვების შესახებ, უქმნის პრობლემას როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე სხვა უწყებებს, რომლებიც ინტელექტუალურ საკუთრებას ყიდულობენ და მათი საქმიანობის ნაწილია. ეს კანონი აუცილებლად შესაცვლელია და უნდა მოვიდეთ თანხმობაში იმ კანონთან, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებით ჩვენი სამოქმედო კანონი უნდა გახდეს 2019 წლიდან. ის, რასაც გვთავაზობს არსებული კანონი, არის ჩანაცვლება არა ევროპული კანონით არსებული კანონისა, არამედ საერთოდ გაუქმება, ფაქტობრივად, იმ რეგულაციების, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების გადასახადებისგან დაფინანსებული ფული იხარჯებოდეს გამჭვირვალედ. მივესალმებოდი, რომ ნაბიჯი იყოს ევროპული სამყაროსკენ, თუმცა ეს არ არის სამწუხაროდ, კანონპროექტში”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 392
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია