დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ჟღენტი - თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასების გაორმაგებას საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს
ავტორი:
2018/იანვარი/15 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/sakrebulo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473095-davith-zhghenti-thbilisis-meriis-maghalchinosnebis-khelfasebis-gaormagebas-sakrebulos-fraqcia-evropuli-saqarthvelo-mkhars-ar-dautcers.html", "headline": "დავით ჟღენტი - თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასების გაორმაგებას საკრებულოს ფრაქცია „ევროპული ს...", "datePublished": "2018-01-15 10:24:49", "dateModified": "2018-01-15 10:24:49", "description": "თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტს, რომლითაც თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს ხელფასები გაუორმაგ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/sakrebulo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტს, რომლითაც თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს ხელფასები გაუორმაგდებათ, ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ჟღენტმა განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელწერად იქცა ის, რომ არჩევნებამდე ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე საუბრობენ, ხოლო არჩევნების შემდეგ შრომითი ხელშეკრულებებით თანამდებობის პირები აჰყავთ და ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდიან.

„მთავარი დაპირება რაც არჩევნებამდე გასცეს, ეს ავიწყდებათ. ყველაზე მთავარი რაც არ ავიწყდებათ, არის ის, რომ იზრუნონ მერიის მაღალი თანამდებობის პირები პრემიებითა და დანამატებით. ბუნებრივია, კალაძეც ამას არ ეწინააღმდეგება და თანხმობას გამოხატავს. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა დავით ჟღენტმა.
თბილისის საკრებულოს კომისიებში დღეს აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება, ხვალ კი საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი დასამტკიცებლად გავა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია