დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზურაბ ჭიაბერაშვილი - „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს
ავტორი:
2018/იანვარი/15 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/chiaberashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473061-zurab-tciaberashvili-mautsyeblis-shesakheb-kanonshi-cvlilebebs-prezidentma-veto-unda-daados.html", "headline": "ზურაბ ჭიაბერაშვილი - „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს", "datePublished": "2018-01-15 08:41:12", "dateModified": "2018-01-15 08:41:12", "description": "„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/chiaberashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნება.

მისივე აზრით, პრეზიდენტმა აღნიშნულ პაკეტს ვეტო უნდა დაადოს და მისი შენიშვნები პარლამენტმაც გაიზიაროს.

„აღნიშნული ცვლილებებით გამოვა, რომ ჩვენ 52 მილიონს ყოველწლიურად საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაძლევთ არა უბრალოდ იმაში, რომ მაყურებელს დამახინჯებული ინფრომაცია მიაწოდოს, როგორც ეს სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაერთხელ ვნახეთ, არამედ ნება უნდა დაერთოს შევიდეს სარეკლამო ბაზარზე და დააზიანოს კერძო მაუწყებლები, დააზიანოს სიტყვის თავისუფლება. ეს კანონი იქნება დამაზიანებელი ქვეყანაში ტელევიზიების, ზოგადად მედიათავისუფლების, სიტყვის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტს დღეს გახდება ცნობილი. პრეზიდენტის ბრიფინგი 17:00 საათზეა ჩანიშნული.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია