დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა აღმართონ
ავტორი:
2018/იანვარი/14 11:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/abashishvili_78400.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472956-prezidentis-administracia-premiers-da-parlamentis-thavmjdomares-mimarthavs-sakhelmtsifo-utsyebebis-shenobebze-sakhelmtsifo-drosha-aghmarthon.html", "headline": "პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, სახელმწიფო უწყებების შენობ...", "datePublished": "2018-01-14 07:17:18", "dateModified": "2018-01-14 07:17:18", "description": "საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სახელმწიფო უწყებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/abashishvili_78400.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს მიმართავს, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა აღმართონ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროშის აღმართვისკენ მოსახლეობასაც მოუწოდებს.
"დღეს საქართველოს პრეზიდენტმა აღმართა სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დამზადდა სამი წლის წინ. ეს სამი წელია ჩვენი ეროვნული დროშის დღე პრეზიდენტის ინიციატივით განსაკუთრებულად აღინიშნება. დროშა არის თითოეული ჩვენგანის სიამაყე, განსაკუთრებულობის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად დაესწრება სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიას. მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, შეუერთდნენ ამ ინიციატივას და დღევანდელ დღეს სიმბოლურად გადმოკიდონ ან აღმართონ დროშები საკუთარ სახლებზე. მინდა ვთხოვო და მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოდ პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს, რომ შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და სახელმწიფო უწყებებზე, ყველა შესაძლო ადგილზე სახელმწიფო სტრუქტურებში, სიმბოლურად აღმართონ სახელმწიფო დროშები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია