საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სულხან სალაძე - ვურჩევ მთავრობას, ჩამობრძანდნენ პანკისის ხეობაში და მოსახლეობისგან მოისმინონ პრობლემების შესახებ
ავტორი:
2018/იანვარი/12 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/saladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472841-sulkhan-saladze-vurchev-mthavrobas-chamobrdzandnen-pankisis-kheobashi-da-mosakhleobisgan-moisminon-problemebis-shesakheb.html", "headline": "სულხან სალაძე - ვურჩევ მთავრობას, ჩამობრძანდნენ პანკისის ხეობაში და მოსახლეობისგან მოისმინონ პრობლემ...", "datePublished": "2018-01-12 13:54:35", "dateModified": "2018-01-12 13:54:35", "description": "სოფელ დუისში საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძისა და სალაფიტური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/saladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სოფელ დუისში საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძისა და სალაფიტური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც სულხან სალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე განხილული იყო, როგორც ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციები, ასევე სხვა არსებული პრობლემები.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პანკისის მოსახლეობას ვესაუბროთ იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ, რაც ქვეყანაში არსებობს, რადგან ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ერთად უნდა ვიზრუნოთ გამოსავალზე, რადგან შემდგომში ამ ტიპის პროცესებს სირთულეები არ მოყვეს. მე მოხარული ვიქნები თუ ხელისუფლება ამ ადამიანებთან ისაუბრებს პირდაპირ და მათგან მოისმენს ინფორმაციას და შეხედულებებს. მე ვფიქრობ, საჭიროა, რომ ხელისუფლებამ გასცეს სპეცოპერაციის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხები, ეს იქნება მედიის მხრიდან თუ აქ ადგილზე მოსახლეობისგან. ვურჩევ მთავრობას, ჩამობრძანდნენ ხეობაში და მოსახლეობისგან მოისმინონ პრობლემების და პოზიციის შესახებ. ვფიქრობ, საჭიროა ისეთი სახის ურთიერთობები, რაც გაზრდის ნდობას. ამ ეტაპზე საჭიროა რაც შეიძლება მოკლე დროში სპეცოპერაციის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე იქნას ობიექტურად გამოძიებული. ხალხმა და ამ ხეობამ მოკლე დროში უნდა იცოდეს სიმართლე“, - განუცხადა ჟურნალისტებს სულხან სალაძემ.
როგორც ხეობის იმამის წარმომადგენელმა მუსა გოდერძიშვილმა აღნიშნა, ხეობის მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, განსაკუთრებით ახლა როდესაც არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები.

"მოთხოვნა აქამდეც გაჟღერებული გვქონდა, რომ გამოძიება უნდა მოხდეს სწრაფად და დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. რაც შეეხება შეხვედრას, ასეთი შეხვედრები არის მნიშვნელოვანი, რაც იშვიათად ხდება, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან. საჭიროა ხეობაში ჩამოსვლა და ახალგაზრდებისგან აზრის მოსმენა. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დროულად გამოძიება, რადგან მის ოჯახს ამ ეტაპზე დასაკარგი არაფერი აქვს და არ გვინდა ჩვენც დავკარგოთ ჩვენი შვილები. ამიტომ ველოდებით გამოძიებას და გვაქვს ბევრი კითხვა, როგორც სპეცოპერაციის ასეთი ფორმით ჩატარებაზე, ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაზე", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ხეობის იმამის წარმომადგენელმა მუსა გოდერძიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 156
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია