დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო კილაძე - შევეცდებით, ისეთი ნარკოპოლიტიკა შევიმუშაოთ, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს გაითვალისწინებს
ავტორი:
2018/იანვარი/12 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kiladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472775-sofio-kiladze-shevecdebith-isethi-narkopolitika-shevimushaoth-romelic-sazogadoebis-skhvadaskhva-jgufebis-interesebs-gaithvalistsinebs.html", "headline": "სოფიო კილაძე - შევეცდებით, ისეთი ნარკოპოლიტიკა შევიმუშაოთ, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ...", "datePublished": "2018-01-12 09:21:32", "dateModified": "2018-01-12 09:21:32", "description": "ნარკოპოლიტიკის საკითხზე კონსენსუსის მიღწევა არის ძალიან რთული, მაგრამ არ არის შეუძლებელი, - ამის შეს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kiladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნარკოპოლიტიკის საკითხზე კონსენსუსის მიღწევა არის ძალიან რთული, მაგრამ არ არის შეუძლებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განუცხადა.

კილაძის თქმით, ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში არის საკითხები, რომელიც მისაღებია მათ შორის საპატრიარქოსთვის, მაგრამ არის საკითხები, რომელიც როგორც საპატრიარქოსთვის, ასევე უმრავლესობის ბევრი წარმომადგელისთვის არის მიუღებელი.

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია, თავად პატრიარქის პოზიცია. როგორც ჩვენი გუნდის არაერთმა ლიდერმა განაცხადა, მათ განცხადებას აუცილებლად ყურადღებით მოვეკიდებით. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ისეთი ნარკოპოლიტიკა შევიმუშაოთ, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს, იქნება დაბალანსებული და მოემსახურება ერთი მხრივ, ნარკოდამოკიდებული პირების შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, დაცული იქნება ადამიანის უფლებები. ეს არის ძალიან რთული პროცესი. რთულია კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ მგონია, რომ ეს კონსენსუსი არის შესაძლებელი“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოფიო კილაძემ.

საქართველოს საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.
საპატრიარქო ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ასევე, ინტელიგენცია და სამართალდამცველები მიიღებენ.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსიის მიზანია, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია