დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - საოკუპაციო ზოლზე რუსეთის გააქტიურება ვილნიუსის სამიტთან კავშირშია
ავტორი:
2013/ოქტომბერი/09 12:00:03
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ზოლზე რუსეთის გააქტიურება ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან კავშირშია, - ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო, მოლდოვა და უკრაინა შეძლებენ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას და შემდეგ ხელმოწერასაც.
"ამიტომ რუსეთი ცდილობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს ზეწოლის გასაძლიერებლად, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან პრინციპულია ამ საკითხებში. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაიმართება ამ საკითხის მოსმენა. ევროკავშირი ძალიან სერიოზულ გზავნილებს უგზავნის რუსეთის ფედერაციასაც და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებსაც მხარდაჭერასთან დაკავშირებით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია