დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოზარ სუბარი - ისეთ ფონს ვქმნით, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და მოქალაქეების უსაფრთხოებასაც, არ მგონია, ეს მართალი აქცენტი იყოს
ავტორი:
2018/იანვარი/11 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/subari_b3299.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472624-sozar-subari-iseth-fons-vqmnith-rom-etcvqvesh-vayenebth-terorizmis-tsinaaghmdeg-brdzolas-da-moqalaqeebis-usafrthkhoebasac-ar-mgonia-es-marthali-aqcenti-iyos.html", "headline": "სოზარ სუბარი - ისეთ ფონს ვქმნით, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და მოქალაქეების ...", "datePublished": "2018-01-11 09:11:32", "dateModified": "2018-01-11 09:11:32", "description": "სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/subari_b3299.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის და ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე საუბრისას განუცხადა.

"სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა პროფესიულ დონეზე, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება, ამ წუთას კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ვიდრე გამოძიება არ იქნება, ჩემგან რაიმე კომენტარის გაკეთება არ იქნება მართალი. ზოგადად, მგონია ისეთ ფონს ვქმნით ახლა, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასაც და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასაც. არ მგონია, ეს მართალი აქცენტები იყოს", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოწვევაა.

"ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დღეს ყველაზე მთავარი და დიდი გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში, საქართველოც არის ამ ბრძოლაში ჩაბმული. ტერორიზმის მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის უმთავრესი მოვალეობაა და ბუნებრივია, ჩვენც ამ ბრძოლაში ვართ. შესაბამისად, იმ სპეცსამსახურების ღვაწლი არის ძალიან დიდი, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩაბმულები და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ თქვენი, ჩვენი და საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იყოს. მათ შორის იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, რომლებსაც დღეს ძალიან სტკივა გული მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალგაზრდის დაკარგვა არის ძალიან დიდი ტკივილი არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, მაგრამ ეს ტკივილი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანებს შეიძლება გარკვეული კავშირი გაუჩნდეს ტერორიზმთან. ამიტომაც არის ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელი, რომ ასეთი ახალგაზრდების ჩათრევა არ მოხდეს მსგავს საქმიანობაში", - განაცხადა სუბარმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია