დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვანო ზარდიაშვილი - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სპეცსამსახურების პროფესიონალური მოქმედებით ქვეყანამ თავიდან აიცილა ძალიან დიდი ტრაგედია
ავტორი:
2018/იანვარი/10 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/zardiashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472518-vano-zardiashvili-ar-unda-dagvavitsydes-rom-chveni-specsamsakhurebis-profesionaluri-moqmedebith-qveyanam-thavidan-aicila-dzalian-didi-tragedia.html", "headline": "ვანო ზარდიაშვილი - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სპეცსამსახურების პროფესიონალური მოქმედებით ქვეყან...", "datePublished": "2018-01-10 13:44:28", "dateModified": "2018-01-10 13:44:28", "description": "არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანამ ჩვენი სპეცსამსახურების პროფესიონალური მოქმედ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/zardiashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანამ ჩვენი სპეცსამსახურების პროფესიონალური მოქმედებით თავიდან აიცილა ძალიან დიდი ტრაგედია, თუმცა არა მხოლოდ შესაბამისმა სამსახურებმა, არამედ ყველამ უნდა იფიქროს ტერორიზმის პრევენციაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ამ ფონზე ყველაზე არასწორი ნაბიჯია დაუპირისპირდე და აკეთო შენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების და უსაფრთხოების სამსახურების საწინააღმდეგო განცხადებები.

”სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა მაჩალიკაშვილის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა. რაც არ უნდა დაადგინოს გამოძიებამ ამ საქმეზე, ნებისმიერ შემთხვევაში მისი ოჯახისთვის ეს დიდი ტრაგედიაა.

დღეს უკვე ნათელია, რომ მგონი ისტორიაში პირველად გვყავს სპეცსამსახურები, რომლებიც მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან ამოდიან და მათი მოქმედებების ერთადერთი მიზანი სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაა. ამიტომ ყველა ექსპერტს თუ პოლიტიკოსს, რომლებიც საკმაოდ უცნაურ კომენტარებს აკეთებენ, მოვუწოდებ, ნუ გამოიყენებენ ამ თემას თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის და ამ შემთხვევაში მაინც იფიქრონ სახელმწიფოებრივად”, - აღნიშნა ზარდიაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია