დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლება სამართლებრივ რევიზიას არ ექვემდებარება
ავტორი:
2018/იანვარი/09 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/nacvlishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472327-ana-nacvlishvili-prezidentis-mier-piris-shetsyalebis-ufleba-samarthlebriv-revizias-ar-eqvemdebareba.html", "headline": "ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლება სამართლებრივ რევიზიას არ ექვემდებარება", "datePublished": "2018-01-09 12:19:36", "dateModified": "2018-01-09 12:19:36", "description": "პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლება სამართლებრივ რევიზიას არ ექვემდებარება, - ასე აფასებს საქარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/nacvlishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლება სამართლებრივ რევიზიას არ ექვემდებარება, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.

როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, შეწყალების გადაწყვეტილების სამართლებრივი რევიზია კონსტიტუციის დარღვევაა.

„ეს საქმე არის ის შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ საქმის ასეთი სამართლებრივი საფუძვლით წარმართვით და შემდეგ უკვე გაკეთებული განცხადებებით დააფიქსირა მცდელობა, რომ შეცვალოს კონსტიტუციური ძალთა ბალანსი. შეწყალების უფლება ჩვენი კონსტიტუციით არის ჩვენი პრეზიდენტის პრეროგატივა, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ. მისი გადაწყვეტილება არ ექვემდებარება სამართლებრივ რევიზიას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური, ეთიკური, მორალური თვალსაზრისით როგორც საზოგადოებას, ასევე მის თითოეულ წევრს აქვს უფლება შეაფასოს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი რევიზია სამართლებრივად მცდარი მსჯელობაა, ამავე დროს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.

პრეზიდენტის პოზიცია ცნობილი იყო ვიდრე ის პრეზიდენტი გახდებოდა და ასევე პრეზიდენტობის დროსაც, როგორც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და მთელი ის პასუხი, რაც ამ საზარელ დანაშაულს გასცა მაშინდელმა ხელისუფლებამ, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი როგორც სამართლებრივი, ასევე ეთიკური სტანდარტებიდან გამომდინარე. თუმცა, ამისთვის დღეს ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება და ის რაც გააკეთა პროკურატურამ, რა კვალიფიკაციაც მისცა ამ საქმეს, ეს არის სამართლებრივად არასწორი და კონსტიტუციის დარღვევა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია