დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ანა ნაცვლიშვილი - მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის დავრჩები ისეთივე ღია და ხელმისაწვდომი, როგორც აქამდე
ავტორი:
2018/იანვარი/09 15:30:03
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/nacvlishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472315-ana-nacvlishvili-mediisa-da-fartho-sazogadoebisthvis-davrchebi-isethive-ghia-da-khelmisatsvdomi-rogorc-aqamde.html", "headline": "ანა ნაცვლიშვილი - მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის დავრჩები ისეთივე ღია და ხელმისაწვდომი, როგორც აქ...", "datePublished": "2018-01-09 11:16:19", "dateModified": "2018-01-09 11:16:19", "description": "მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის დავრჩები ისეთივე ღია და ხელმისაწვდომი, როგორც აქამდე, - ამის შესახ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/nacvlishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის დავრჩები ისეთივე ღია და ხელმისაწვდომი, როგორც აქამდე, - ამის შესახებ პრეზიდენტის ახალმა საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიმართ გამოხატული ასეთი მაღალი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის იქნება უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივი თქვენთან ერთად და ადმინისტრაციის გუნდთან ერთად ახლა უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსით გავაგრძელო მუშაობა და წვლილი შევიტანო იმ უდიდეს საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოსთვის მაღალი სტანდრატის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში. მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა და მუშაობა, როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საკანონმდებლო პროცესით დაინტერესებულ და ამ პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფო უწყებასთან იქნება დაფუძნებული პატივისცემის პრინციპზე, იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი. ასევე მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემს წინამორბედს ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ქართული მართლმსაჯულების გაჯანსაღების საქმეში. ბუნებრივია, მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის დავრჩები ისეთივე ღია და ხელმისაწვდომი, როგორც აქამდე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.

ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. ანა ნაცლიშვილი პროფესიით იურისტია. მას ესექსის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. ანა ნაცვლიშვილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მანდატით საპარლამენტო მდივნად მუშაობის გამოცდილება აქვს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია