დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი ანა ნაცვლიშვილზე - იმედს გამოვთქვამთ, რომ თანამშრომლობა იქნება კონსტრუქციული
ავტორი:
2018/იანვარი/09 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/volski4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472304-gia-volski-ana-nacvlishvilze-imeds-gamovthqvamth-rom-thanamshromloba-iqneba-konstruqciuli.html", "headline": "გია ვოლსკი ანა ნაცვლიშვილზე - იმედს გამოვთქვამთ, რომ თანამშრომლობა იქნება კონსტრუქციული", "datePublished": "2018-01-09 11:05:22", "dateModified": "2018-01-09 11:05:22", "description": "ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ თანამშრომლობა იქნება კონსტრუქციული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/volski4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ თანამშრომლობა იქნება კონსტრუქციული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილის დანიშვნის შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის პარლამენტში ბოლო პერიოდის გამოსვლა პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში აზრთა ამ სტილით დაპირისპირება აღარ იქნება.

”ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ თანამშრომლობა იქნება კონსტრუქციული. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში ანა დოლიძის ბოლო პერიოდის გამოსვლა პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, პოლიტიკური პლატფორმიდან იყო განცხადებები გაკეთებული და არა საპარლამენტო მდივნისთვის დამახასიათებელი ტექსტით, უფრო პრეზიდენტის საუბარს გავდა და მე იმედს გამოვთქვამ, რომ აზრთა ამ სტილით დაპირისპირება არ იქნება მომავალში", - განაცხადა ვოლსკიმ.

პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია